თეგებით ძიება

„დავკარგეთ ღიმილით, ხალისითა და სიცოცხლით სავსე ელენე, გვიჭირს დაჯერება და გააზრება, რომ ანა ამ წუთებში, სიცოცხლისთვის იბრძვის“ – ნიკა მელია

გუშინ, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კოალიცია „ცვლილებებისთვის“ შტაბის წევრი, ელენე მეგრელიშვილი დაიღუპა. დაშავდა სამი ადამიანი.

მომხდარს სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმიანება „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია:

„გვაქვს უმძიმესი დღეები, კოალიციას და სამეგობროს, ყველას, ვინც იცნობდა ჩვენს ორ თანამებრძოლს, ელენეს და ანას.

გუშინ კახეთში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დავკარგეთ ღიმილით, ხალისითა და სიცოცხლით სავსე ელენე, რომელიც ცვლილებისთვის, ამ ქვეყნის უკეთესობისთვის იბრძოდა დაუღალავად.

გვიჭირს დაჯერება და გააზრება, რომ ანა ამ წუთებში, სიცოცხლისთვის იბრძვის…

ამ ჭირში ახლა გამაგრება, ერთად და მყარად დგომა, გლოვა და თან ბრძოლა გვმართებს, ურთულესია ეს ყველაფერი“, – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სო­ფელ ვაჩ­ნა­ძი­ან­ში მოხდა – ერ­თმა­ნეთს საპირისპირო მიმართულებით მოძ­რა­ვი ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა, რა დროსაც ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა ახალ­გაზ­რდა ქალი. არსებული ცნობითვე, მძიმედ დაშავდა სამი ადა­მი­ა­ნი, ისინი კლინიკებში გადაიყვანეს, დაშავებულებიდან ერთ-ერთი გერმანიის მოქალაქეა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა