თეგებით ძიება

2024 წლის 9 თვეში საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ საქართველოს 58 მოქალაქე დააკავეს

2024 წლის 9 თვეში საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს 58 მოქალაქე. აღნიშნული მონაცემები პარლამენტის წევრ თეონა აქუბარდიას სადეპუტატო კითხვის პასუხად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.

"2024 წლის 2 ოქტომბრის მონაცემებით, საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს 58 პირი, მათგან 31 - ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის, ხოლო 27 - ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით.

ზემოაღნიშნულ პერიოდში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონო დაკავებები დუშეთის, კასპის, გორის და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფლების მიმდებარედ არსებული საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განახორციელეს. რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებას, უკანონო დაკავებები ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების მიმდებარედ არსებულ საოკუპაციო ხაზთან დაფიქსირდა." - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა