თსუ-ს პირველ კორპუსთან ჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებული აქციის მონაწილეები მივიდნენ
ჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებული აქციის მონაწილეები, რომლებიც რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობას მართავდნენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მივიდნენ.
საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი მიზანი სტუდენტების მხარდასაჭერაა.
თსუ-ს სტუდენტების ნაწილის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კარი სტუდენტებისთვის ჩაკეტილია.
როგორც შეკრებილი სტუდენტები აცხადებენ, ისინი უნივერსიტეტში საორიენტაციო შეხვედრას ატარებდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოეხატათ ბათუმელი სტუდენტებისთვის სოლიდარობა.
ადგილზე ასევე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც არიან, რომლებიც თსუ-ს სტუდენტების მხარდასაჭერად მივიდნენ. სტუდენტები სკანდირებენ -"შეუშვით".