British Airways პირდაპირ ფრენებს დიდი ბრიტანეთსა და საქართველოს შორის 31 მარტიდან განაახლებს
British Airways-ი თბილისი-ლონდონი-თბილისის მიმართულებით ფრენებს 31 მარტიდან იწყებს. პირდაპირი რეგულარული ავიარეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და ჰითროუს აეროპორტს შორის კვირაში ოთხჯერ შესრულდება. ფრენების ოფიციალურად დაწყებამდე ექსკლუზიურად Business Insider Georgia რეიჩელ რაილს, British Airways-ის ქსელის განვითარების დირექტორს ესაუბრა.
ჩვენ ვმუშაობდით თბილისის მიმართულებით სერვისის გაშვების შესაძლებლობაზე რამდენიმე თვის განმავლობაში და მოხარულნი ვართ, რომ ვიქნებით პირველი ავიაკომპანია, რომელმაც განაახლა პირდაპირი მომსახურება დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის. დავინახეთ, რომ არსებობდა საინტერესო პოტენციური შესაძლებლობა British Airways-ისთვის, განსაკუთრებით გაერთიანებულ სამეფოსთან პირდაპირი რეისების არარსებობა. ამას დაემატა ბაზრის ცოდნა და მხარდაჭერა საქართველოში ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რაც იმას ნიშნავდა, რომ ახლა იყო შესაფერისი დრო 12 წლის შემდეგ მომსახურების განახლებისთვის - განაცხადა რეიჩელ რაილმა.