წუხელ, მშვიდობის ხიდიდან მტკვარში გადავარდნილ ახალგაზრდა ქალს მაშველები ამ დრომდე ეძებენ
წუხელ, ორთაჭალაში მდებარე მშვიდობის ხიდიდან ახალგაზრდა ქალი მტკვარში გადავარდა, რომელსაც მაშველები ამ დრომდე ეძებენ, - ამის თაობაზე ambebi.ge - ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
"გვაქვს ინფორმაცია, რომ გვიან ღამით, მტკვარში ახალგაზრდა ქალი გადახტა. ამ ეტაპზე მტკვარზე მონიტორინგი და ქალბატონის ძებნის სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს“.
როგორც წყარო გვეუბნება, მტკვრის დინების სიჩქარე ართულებს ქალის დროულად პოვნას.