თეგებით ძიება

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ქალები რჩებიან ყველაზე ხშირად შინაბერებად

როგორც ასტროლოგებმა გაარკვიეს, არსებობს მნიშვნელოვანი კავშირი ადამიანის სასიყვარულო ურთიერთობებსა და ასტროლოგიას შორის და მათ შორის, ქალებში დაუქორწინებლობის ძირითადი ასტროლოგიური მიზეზები მართლაც არსებობს...

პირველი, რასაც ასტროლოგებმა მაშინვე მიაქციეს ყურადღება, ის იყო, რომ "შინაბერები" ძირითადად ქალწულის ჰოროსკოპის ნიშნის ქვეშ დაიბადნენ.

მაინცდამაინც ქალწული რატომ ვერ იტანს საქორწინო ურთიერთობას? – იკითხავთ თქვენ. შესაძლოა, მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ დაუდგრომელი და ნევროზული ქალწული ვერ იტანს უზუსტობას ვერაფერში. იგი პერფექციონისტია და უნდა რომ ურთიერთობებიც და პარტნიორიც იდეალური იყოს. ეს კი მოგეხსენებათ ხშირად ასე არ არის.

ქალი-ქალწულები, როგორც წესი, ცივები და უემოციოები არიან. საიდუმლო არ არის, რომ ქალწულები – ყველაზე კრიტიკული და აღმზრდელობითი ბუნების მქონე ზოდიაქოს ნიშანია. ამიტომაც ცხოვრების მეგზურად ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები სამაგალითოს ეძებენ. პრინცები კი, როგორც ცნობილია, მხოლოდ რომანებსა და ზღაპრებში არსებობენ.

თუმცა, ქალწული ერთადერთი ნიშანი არ არის, რომელიც ქალს შინაბერობისთვის განაწყობს. ვერძი – კიდევ ერთი ზოდიაქოს ნიშანია, რომელიც ქალს პირად ბედნიერებაში ხელს უშლის. ასტროლოგები აღნიშნავენ: ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები ზედმეტად ინიციატივიანები, მებრძოლები და ფეთქებადები არიან. ისინი გიჟდებიან თავგადასავლებზე და ვერ იტანენ ყოფითი ცხოვრების რუტინას.

შინაბერების ჰოროსკოპში ასევე ჭარბობს ცეცხლოვანი ნიშანი – თავისუფლებისმოყვარე მშვილდოსანი. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები აქტიურ ცხოვრების წესს მისდევენ, მსუბუქები არიან, ვერ იტანენ დღის მკაცრ განრიგს. მათი პირველი მტერია – მოწყენილობა, რუტინა, შეზღუდვები და ვალდებულებები.

მშვილდოსნები უპირატესობას ანიჭებენ დღევანდელი დღით ცხოვრებას და არ უყვართ სამომავლო გეგმების დაწყობა. ამიტომაც ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები ქორწინებაში თავს შებოჭილად და უბედურად გრძნობენ.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა