კარმული პროგრამები - რახუ მერწყული, ქეთუ ლომი
გამომდინარე იქედან რომ საიტის მკითხველი დიდ ინტერესს ამჟღავნებს კარმული მისიების მნიშვნელობის და ზოგადად კარმული ასტროლოგიის მიმართ, გადავწყვიტე, დავიწყო ეტაპობრივი სტატიების ციკლი, რომელშიც განვიხილავთ რახუსა და ქეთუს ოცდაოთხივე კომბინაციას. მათ შორის ვისაუბრებთ პროფესიულ შესაძლებლობებზე, ცხოვრებისეულ მისიასა და ხასიათის იმ თვისებებზე, რომელიც ნებისმიერმა ჩვენთაგანმა უნდა განავითაროს მთვარის კვანძების მიხედვით.
რახუ (აღმავალი კვანძი) მერწყული – ქეთუ (დაღმავალი კვანძი) ლომი
მთავარი ინკარნაციული ლაიტმოტივი: გარდასახვა + წარმოსახვა= რეფორმატორული საქმიანობა, კოლექტიური ქმედებები.
სასურველია იზრუნოს: მეგობრული კავშირების გამყარებაზე, სოციუმთან კონტაქტზე. თანამოაზრეების შემოკრებაზე ნოვატორული იდეების განსახორციელებლად.
ეკრძალება: არარეალური მიზნებისკენ სწრაფვა. დიქტატურა. კლანურობა.
კარმული მისიაა: იზრუნოს ადამიანების დაკავშირებაზე. ერთი იდეით გააერთიანოს ისინი. იყოს თავისუფალი და ასწავლოს სხვებს თავისუფლების ფასი.
ამგვარი კარმული პროგრამით იბადებიან ადამიანები, რომელთათვისაც მთავარი მისიაა რეფორმატორობა. ნოვატორული იდეების დანერგვა და ადამიანების გაერთიანება ამ იდეის გარშემო. ეს არის ე.წ. "კოლექტიური" ანუ "ჯგუფური" კარმა. ამიტომ ადამიანი მოდის მისიით განვითარდეს და სხვებიც განავითაროს სულიერად. ხშირად მათ უწევთ ნებაყოფლობითაც კი თქვან უარი ოჯახზე, პირად ურთიერთობებზე და თავი მიუძღვნან პროფესიას და საქმეს რომელიც მათ აღიარებას მოუტანს.
პროფესიები:
1. ავიაცია
2. ასტროლოგია
3. კოსმონავტიკა
4. მეცნიერება
5. საკომუნიკაციო სფერო (ინტერნეტ-ტექნოლოგიები)
6. რეკლამა (კრეატივი)
რამ შეიძლება შეგიშალოთ ხელი: ასოციალურობამ. საკუთარი ინტერესების კოლექტივის ინტერესებზე მაღლა დაყენებამ. ოჯახური პრობლემების გამო კარიერაზე უარის თქმამ.
წყარო: astrologi.ambebi.ge