როგორ ავღზარდოთ პატარა მშვილდოსანი?
ნებისმიერი მშობლის სურვილია მისი შვილი წარმატებული, ღირესული და ჭკვიანი პიროვნება გაიზაროს. თუმცა ბავშვები, იმის მიხედვით თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით ევლინებიან ქვეყანას სხვადასხვა ფსიქო-ტიპის მქონე ინდივიდებად შეიძლება ჩამოყალიბდნენ. თითოეულ მათგანს კი განსაკუთრებული მიდგომა და კომუნიკაციის ფორმა ესაჭიროება მშობლის მხრიდან.
დღეიდან გთავაზობთ სტატიების ციკლს, რომელშიც თითოეული ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელის აღზრდა-განვითარების საკითხზე ვიმსჯელებთ დეტალურად.
როგორ აღვზარდოთ პატარა მშვილდოსანი?
მშვილდოსნის ზოდიაქო ცეცხლის სტიქიას განეკუთვნება, ამიტომ გასაკვირი არ არის ის ფაქტი, თუ თქვენი შვილის ერთ ადგილზე გაჩერება ყველაზე დიდი პრობლემაა მცირე ასაკიდან. იგი მუდმივად განიცდის ხეტიალისა და წანწალის მოთხოვნილებას, ამიტომ მანამ სანამ საკუთარ ფეხზე დგომას ისწავლის (რაც საკმაოდ ადრეულ ასაკში შეიძლება მოხდეს) მოგიწევთ მასთან ერთად ხანგრძლივი სეირნობების მოწყობა.
თქვენი შვილი იმპულსური, საოცრად გულუხვი, კომუნიკაბელური და მეგობრულია. თუმცა, დაუფიქრებელი საქციელი და რისკის სიყვარული, ხშირად ხდება მისთვის შუბლზე კოპის ან სხვა უფრო რთული ტრამვების მიღების მიზეზი. მაგრამ არ გეგონით, რომ ამის შემდეგ იგი ერთხელ და სამუდამოდ ისწავლის ჭკუას, უფრო ალბათ პირიქით – საფრთხე და ექსტრიმი მშვილდოსნის ბუნებას ძალიან აინტრიგებს, შესაბამისად, იგი კიდევ შეეცდება ფათერაკები გულდასმით ეძებოს.
პატარ მშვილდოსანს ძალიან ესაჭიროება დედ-მამის მხრიდან ხშირი წახალისება და გამხნევება. მართალია, იგი ერთი შეხედვით თავდაჯერებული და ოპტიმისტი ჩანს, მაგრამ საკუთარ შესაძლებლობებში რწმენის განმტკიცებით მისგან სამომავლოდ ძალზე წარმატებულ და პოზიტიურ ადამიანს ჩამოაყალიბებთ.
ნუ შეზღუდავთ, ნურასოდეს დაუშლით მოიქცეს ისე, როგორც თავად მოესურვება, მიანიჭეთ მაქსიმალური დამოუკიდებლობა თორემ დიდ ასაკში პირადი სივრცის უქონლობის გამო, შესაძლოა საერთოდაც გაიქცეს სახლიდან.
ნურასოდეს აუწევთ ტონს მასთან, მშვილდოსანი ძალიან ამაყი და თავმოყვარე ნიშანია. თუკი გსურთ, რომ რამეს გაკეთება აიძულოთ, არასოდეს აგრძნობინოთ, რომ ეს რაღაც "ვალდებულება" და "აუცილებლობაა".
თქვენს პატარას უზომოდ თბილი, კეთილი და დიდი გული აქვს, მისი სითბო და ყურადღება ყველას გასწვდება. აქედან გამომდინარე, ნურასოდეს შეარცხვენთ მას მეგობრების თანდასწრებით და თუ საყვედურს იმსახურებს, მხოლოდ მაშინ დატუქსეთ, როცა მარტონი იქნებით.
გახსოვდეთ, მას ძალიან უყვარს მოგზაურობა და ხეტიალი. აღმერთებს ახალ-ახალ შთაბეჭდილებებს და მოსწონს ზოგადად ადამიანებთან ურთიერთობა. ხშირად დაგეგმეთ მასთან ერთად ერთობლივი მოგზაურობა ან პიკნიკი ქალაქგარეთ. ამგვარი ტიპის საჩუქარი თქვენს შვილს ყველაზე მეტად გაუხარდება.
წყარო: astrologi.ambebi.ge