თეგებით ძიება

29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მეტი დრო დაუთმეთ პრაქტიკული საკითხების მოგვარებას. სხვა დღისთვის გადადეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენა.

კურო
ნუ ხართ ზედმეტად კრიტიკული გარშემო მყოფების მიმართ. იყავით მეტად თვითდისციპლინირებული და თავშეკავებული.

ტყუპი
საიდუმლოების შენახვა უნდა იცოდეთ. მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება გელით უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერციისგან.

კირჩხიბი
დაფიქრდით, იქნებ იმ სფეროში არ მუშაობთ, სადაც მეტად შეძლებდით რეალიზებას ან იქნებ საჭირო წრეში არ გაიჩინეთ მეგობრები.

ლომი
მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების მოგვარებას. უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მოიწყვეთ განტვირთვის დღე.

ქალწული
მოერიდეთ დაპირისპირებას და გაუგებრობას გარშემო მყოფებთან. მოთმინებით აღიჭურვეთ. შეიძლება შეჩერდეს თქვენთვის მნიშვნელოვანი საქმეები.

სასწორი
სანამ საკუთარ თავზე ხანგრძლივვადიან პასუხისმგებლობას აიღებდეთ, დაფიქრდით, გაქვთ კი შესაბამისი მატერიალური ბაზა, შემოქმედებითი პოტენციალი.

მორიელი
მოერიდეთ ქორწინებას, ზედმეტი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. საკუთარი უფლებები დიპლომატიურად დაიცავით.

მშვილდოსანი
დისციპლინა და დაკვირვება მეტ საქმეს გაგაკეთებინებთ, ვიდრე გგონიათ. საქმეების გამო შეიძლება სადილის გარეშე დარჩეთ.

თხის რქა
მოსალოდენლია შეფერხებები ცვლილებები. მოთმინებით აღიჭურვეთ. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას, გართობას ფულზე.

მერწყული
პირად ურთიერთობაში გამოცდის ჩატარება მოგიწევთ გამძლეობასა და ზრდასრულობაზე. სიახლეებს მშვიდად შეხვდით.

თევზები
შეისწავლეთ ყველა დეტალი, იმოქმედეთ დაკვირვებულად. შეიძლება გადაგედოთ შეხვედრა. სხვა დღისთვის გადადეთ სამედიცინო გამოკვლევა, მკურნალობის დაწყება.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა