30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
სამსახურის საქმეების გამო უარს ნუ იტყვით დასვენებასა და კვებაზე. ფული გონივრულად ხარჯეთ, მხოლოდ აუცილებელი ნივთები შეიძინეთ.
კურო
ჰარმონიული დღეა, ცხოვრების უკეთესად მოწყობის სურვილი გაგიჩნდებათ. კარგი დღეა ნათესავებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. საკუთარ თავს უარი არ უთხრათ გემრიელ კერძზე.
ტყუპი
ფინანსური და საოჯახო საკითხების მოგვარების დღეა. გამოიყენეთ ეს დრო თვალსაწიერის გასაფართოებლად, ინტელექტუალური დონის ასამაღლებლად. ზოგიერთი კულინარიის, უცხო ენის კურსზე ჩაეწერება.
კირჩხიბი
ნუ განმარტოვდებით. შეეხმიანეთ მეგობრებს, ნათესავებს. დღეს თქვენთვის მნიშვნელოვანია სულიერი და ფიზიკური კომფორტი. ისეთ ახლობლებს ესტუმრეთ, სადაც თავს შინაურივით იგრძნობთ.
ლომი
საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. თავად კი საუკეთესო უნდა იყოთ. დღეს ხელი მიგიწვდეთ საიდუმლო არქივებზე, ბიბლიოთეკებზე, მაგრამ ნუ გასცემთ საიდუმლოებებს. კარგი დღეა დახურული თათბირის მოსაწყობად.
ქალწული
შეხვედრების, მიმოწერის, საქმიანი მოლაპარაკებების დღეა. კარგი დღე ელით მხატვრულ ტექსტებთან მომუშავეებს. აგრეთვე, ვაჭრობის, მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებს.
სასწორი
სადაც არ უნდა იყოთ (სახლი, სამსახური, კურორტზე), თავს კომფორტულად იგრძნობთ. ცხოვრების გასამარტივებლად ისარგებლეთ თქვენთვის მოსახერხებელი სერვისებით (კურიერული მომსახურება).
მორიელი
დღეს რამდენიმე სფეროში გელით წარმატება. იყავით ადამიანების დამხმარე, მრჩეველი. ნუ უარყოფთ საინტერესო შემოთავაზებებს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კავშირგაბმულობისა და გადაადგილების საშუალებები.
მშვილდოსანი
მართალია, გადაღლილი ხართ, მაგრამ ოპტიმისტურ განწყობას ნუ დაკარგავთ. დღეს ფუტკარივით უნდა იშრომოთ, რადგან თქვენს გასაკეთებელს სხვა არავინ გააკეთებს. დღეს შეიძლება დაგჭირდეთ ნაცნობი ვაჭრობაში, სამედიცინო და სადაზღვევო სფეროებში.
თხის რქა
იყავით კომუნიკაბელური, საქმიანი და ზომიერად კრეატიული. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ფინანსური საკითხები, პირადი ინტერესები. შეეხმიანეთ თანამოაზრებს და გაცვალეთ საჭირო ინფორმაციები.
მერწყული
საქმეებისა და ვალდებულებების გამო ნუ დაივიწყებთ ჭამას, დასვენებას, ურთიერთობებს. შეეხმიანეთ ახლობლებს, კოლეგებს. უმჯობესია, თუ დღეს სახლიდან იმუშავებთ ან მშვიდ გარემოში.
თევზები
დღეს ჩვეულებრივი მოვლენებიც კი - გემრიელი სადილი, ლამაზი ბუნება, დაცვის შეგრძნება - ბედნიერებას მოგიტანთ. დაგეგმეთ რომანტიკული პაემანი, ან გასეირნება ბუნებაში. შეეხმიანეთ ნათესავებს; მათზე გაბრაზებული რომც იყოთ.
წყარო: astrologi.ambebi.ge