თეგებით ძიება

კარმული პროგრამები რახუ მშვილდოსანი - ქეთუ ტყუპები

გამომდინარე იქედან რომ საიტის მკითხველი დიდ ინტერესს ამჟღავნებს კარმული მისიების მნიშვნელობის და ზოგადად კარმული ასტროლოგიის მიმართ, გადავწყვიტე დავიწყო ეტაპობრივი სტატიების ციკი, რომელშიც განვიხილავთ რახუსა და ქეთუს ოცდაოთხივე კომბინაციას. მათ შორის ვისაუბრებთ პროფესიულ შესაძლებლობებზე, ცხოვრებისეულ მისიასა და ხასიათის იმ თვისებებზე, რომელიც ნებისმიერმა ჩვენთაგანმა უნდა განავითაროს მთვარის კვანძების მიხედვით.


რახუ (აღმავალი კვანძი) მშვილდოსანი - ქეთუ ( დაღმავალი კვანძი) ტყუპები

მთავარი ინკარნაციული ლაიტმოტივი: ცნობიერების გაფართოება+მრავალფეროვნება=იდეოლოგიური პრინციპების ჩამოყალიბება, გავრცელება, მხარდაჭერა-პოპულარიზაცია

სასურველია იზრუნოს: აითვისოს ახალი სფეროები. იმოგზაუროს და შეისწავლოს განსხვავებული კულტურის, მენტალიტეტის და მსოფლმხედველობის
ადამიანების ყოფა და ფსიქოლოგია. აქტიურად დაკავდეს მეცნიერული კვლევებით.

ეკრძალება: იდეოლოგიური განხეთქილების შეტანა ნებისმიერი სახის ჯგუფში ან ზოგადად სოციუმში. ინტრიგები. ჭორები. ვერბალური ჰიპნოზი და ამ გზით ადამიანების ზომბირება.

კარმული მისიაა:

ადამიანები რომელთან კარმული კვანძების ეს განლაგება გააჩნიათ, ხშირად კონკრეტული მენტალური მისიით იბადებიან. მათ შორის ბევრი პოლიტიკოსი და ეროვნული გმირი გვხვდება. ამ ადამიანებს აქვთ უნარი, ვერბალური გავლენა მოახდინონ სხვებზე. მათ სიტყვებს დიდი ძალა აქვს. ამიტომ სასურველია ინდივიდი რომელიც ამგვარი კარმული პროგრამით იბადება, პატარა ასაკიდანვე სწორი იდეოლოგიური პრინციპებით გაიზარდოს და შემდგომში ბევრი იმოგზაუროს, რომ შესძლოს სხვადასხვა შეხედულების და მსოფლმხედველობის ადამიანებს შორის ერთგვარი მედიატორის როლი შეასრულოს.

პროფესიები

1. ფილოსოფია
2. სოციოლოგია
3. პუბლიცისტიკა
4. კომერცია
5. მეცნიერება
6. არქეოლოგია

რამ შეიძლება შეგიშალოთ ხელი: ავანტიურიზმმა. ცრუმასწავლებლობამ. არასწორი ინფორმაციის გაცემამ. არაკორექტულმა დამოკიდებულებამ კომუნიკაციისას.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა