თეგებით ძიება

როგორ ავღზარდოთ პატარა სასწორი?

ნებისმიერი მშობლის სურვილია მისი შვილი წარმატებული, ღირესული და ჭკვიანი პიროვნება გაიზაროს. თუმცა ბავშვები, იმის მიხედვით თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით ევლინებიან ქვეყანას სხვადასხვა ფსიქო-ტიპის მქონე ინდივიდებად შეიძლება ჩამოყალიბდნენ. თითოეულ მათგანს კი განსაკუთრებული მიდგომა და კომუნიკაციის ფორმა ესაჭიროება მშობლის მხრიდან.

დღეიდან გთავაზობთ სტატიების ციკლს, რომელშიც თითოეული ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელის აღზრდა-განვითარების საკითხზე ვიმსჯელებთ დეტალურად.



როგორ აღვზარდოთ პატარა სასწორი


სასწორები ჰაერის სტიქიის წარმომადგენლები არიან. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენი შვილი მცირე ასაკიდან გამოამჟღავნებს ისეთ თვისებებს როგორიცაა კომუნიკაბელურობა და უზომო ცნობისმოყვარეობა. მას ალბათ საკუთარი, მრავალრიცხოვანი სამეგობროს სახლში სტუმრად დაპატიჟებაც ეყვარება, თუმცა თავადაც სიამოვნებით ივლის სხვებთან საპასუხო ვიზიტებზე.

პატარა სასწორი მშვიდ, ჰარმონიულ და სტაბილურ გარემოს საჭიროებს ოჯახში. საიმისოდ, რომ ფსიქოლოგიურად სწორად განვითარდეს. სასურველია, თუ მას პატარა ასაკიდანვე შეუმოწმებთ სახელოვნებო მონაცემებს. სასწორი ვენერით იმართება, ვენერა კი ყოველგვარი სახის შემოქმედებით ტალანტს მფარველობს. ამიტომ, თქვენი შვილი შესაძლოა, არცთუ ურიგოდ ხატავდეს, ცეკვავდეს, მღეროდეს ან სულაც სამსახიობო მონაცემებით იყოს გამორჩეული. თუმცა, მერყევი ხასიათის გამო, გამორიცხული არ არის გატაცების სფერო არაერთგზის შეიცვალოს. ამიტომ კარგი იქნება ხელი შეუწყოთ გადაწყვეტილების მიღებისას, რათა სათანადო სერიოზულობით მოეკიდოს საკუთარ მონაცემებს.

სასწორი ბუნებით კოლექციონერია. თუმცა მისთვის ხარისხს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდრე რაოდენობას. იგი გულუხვი და ლოიალურია სხვების მიმართ, მაგრამ მასზე უფრო აგრესიული ბავშვები ხშირად ბოროტად იყენებენ მის ამ თვისებას.

სასწორი ბავშვები ნიჭიერი, თუმცა ცოტა ზარმაცი პატარების კატეგორიას განეკუთვნებიან. მათ ყველაზე მეტად უძნელდებათ ხანგრძლივი ვადით მეცადინეობა და მალე იღლებიან ამგვარი მონოტონური საქმიანობით.

უმთავრესი, რაც მას უნდა ასწავლოთ არჩევანის გაკეთებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარია. მასზე უხეში, დიქტატორული ტონი ძალიან ცუდად მოქმედებს. შესაძლოა, დაითრგუნოს და სამომავლოდ მისგან სერიოზული სოციოპათი ჩამოყალიბდეს. ნუ შეგაშინებთ თქვენი პატარას ხასიათში განწყობის ხშირი ცვალებადობა, თუკი ოჯახში მყუდრო გარემოს შეუქმნით და დედ-მამას შორის ურთიერთობის ჰარმონიული მოდელით იხელმძღვანელებს, მისგან სამომავლოდ სასიამოვნო, მომხიბვლელი და ერუდირებული პიროვნება დადგება, რომელიც ყოველთვის პოზიტიურად იმოქმედებს სხვებზე.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა