30 ივლისი - 5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
იმედი გვაქვს, რომ სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება კარგად გადაიტანეთ.
ჩვენ კიდევ ერთი დაბნელება გველის წინ, ამჯერად 11 აგვისტოს. ამიტომ ახლა ერთგვარ დაბნელების დერეფანში ვართ. ეს კვირა შეიძლება ისეთი რთული აღარ იყოს, როგორც დაბნელების, მაგრამ ნურც მნიშვნელოვან საქმეებს დაგეგმავთ.
წინ მნიშვნელოვანი კვირა გველის. უკვე იცით, რომ მარსი რეტროგრადული (უკანმავალი) იყო. ასე იქნება 27 აგვისტომდე. მარსი მარტო და მოწყენილი რომ არ ყოფილიყო, მას მერკურიც შეუერთდა და ისიც უკანმავალი გახდა (ეს მოვლენა 19 აგვისტომდე გაგრძელდება). რას ნიშნავს ამ ორი პლანეტის რეტროგრადულობა. შეიძლება შეფერხდეს აქტიურობა, ახალი იდეების განხორციელება. ამიტომ, თუ აუცილებლობა არაა, გადაიტანეთ ახალი საქმეების დაწყება სექტემბერში. შეიძლება განმეორდეს ძველი სიტუაცია; შეიძლება გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებთანაც წარსულში რაღაც გაკავშირებდათ და მათმა დაბრუნება-გამოჩენამ თქვენს გადაწყვეტილებებზე იმოქმედოს.
ამასთანავე, ამ ორი პლანეტის რეტროგრადულობა გაძლევთ შანსს, რომ დაუბრუნდეთ ადრე დაწყებულ საქმეებს და დაასრულოთ ისინი. განახორციელოთ ის იდეები, რაც ადრე ვერ შეძელით. ან შეიძლება მატერიალური შედეგი მიიღოთ წარსულში შესრულებული საქმისგან.
ურთიერთობაში მოერიდეთ დაძაბულობას, ფეთქებადობას. სიფრთხილე გმართებთ ელექტრონივთებთან. ნუ შეიძენთ ახალ ტექნიკას, მანქანას, დანადგარებს.
მარსი-ურანის დაძაბული ასპექტის გამო მოიმატებს ავარიების, ტექნიკური კატასტროფების, საფრთხილო სიტუაციების ალბათობა. განსაკუთრებით 1-3 აგვისტოს პერიოდში, როცა მთვარე ვერძის ნიშანს გაივლის.
სამსახურებში მოსალოდნელია ცვლილებები. შეიძლება შეიცვალოს კადრები, ჯგუფი, რომლებთან ერთადაც პროექტებზე მუშაობდით. მოაგვარეთ სამემკვიდრეო საკითხები, გაისტუმრეთ ვალები და მეტად დაისვენეთ.
პოზიტიურ და ბედნიერ კვირას გისურვებთ.
წყარო: astrologi.ambebi.ge