თეგებით ძიება

კარმული პროგრამები - რახუ მორიელში, ქეთუ კუროში

გამომდინარე იქედან რომ საიტის მკითხველი დიდ ინტერესს ამჟღავნებს კარმული მისიების მნიშვნელობის და ზოგადად კარმული ასტროლოგიის მიმართ,
გადავწყვიტე დავიწყო ეტაპობრივი სტატიების ციკი, რომელშიც განვიხილავთ რახუს და ქეთუს ოცდაოთხივე კომბინაციას.. მათ შორის ვისაუბრებთ პროფესიულ შესაძლებლობებზე, ცხოვრებისეულ მისიაზე და ხასიათის იმ თვისებებზე, რომელიც ნებისმიერმა ჩვენთაგანმა უნდა განავითაროს მთვარის კვანძების მიხედვით..



რახუ (აღმავალი კვანძი) მორიელი – ქეთუ (დაღმავალი კვანძი) კურო


მთავარი ინკარნაციული ლაიტმოტივი: სულიერი ფასეულობების დაფასება + თვითგადარჩენის ინსტინქტი= ემოციური სიმყარე და სტაბილურობა.

სასურველია იზრუნოს: უახლოესი ადამიანების უსაფრთხოებაზე, მათ კომფორტზე. კავშირების გაღრმავებაზე საკუთარი სულიერების ასამაღლებლად.

ეკრძალება: მომხვეჭელობა, სხვების გამოყენება ამ მიზნით. ადამიანების ექსპლუატაცია.

კარმული მისია: ფასეულობების მოფრთხილება. პროფესიონალიზმი.

ამგვარი კარმული პროგრამა, ერთ-ერთ ურთულეს პროგრამად მიიჩნევა. სასურველია თქვენი შესაძლებლობები ჭეშმარიტ პროფესიონალიზმამდე დაიყვანოთ. საამისოდ თქვენ გაგაჩნიათ განვლილი პროგრამით დაგროვილი გამოცდილება. კარგი კომბინაციაა ფინანსისტებისა და ბანკირებისთვის, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს ადამიანი დასჯერდება ე.წ. "რეგლამენტირებულ", ოფიციალურ შემოსავალს.

პროფესიები:

1. ფინანსისტი
2. მუსიკათმცოდნე
3. ხელოვნებათმცოდნე
4. მებაღე
5. ფსიქოლოგი
6. სოციოლოგი

რამ შეიძლება შეგიშალოთ ხელი: საზოგადოებრივი რესურსის არამიზნობრივი ხარჯვა. ვალები ან კრედიტები. ზედმეტი მფლანგველობა. მატერიალური ფასეულობების სულიერზე მაღლა დაყენება. იხვეჭთ სიმდიდრეს – კარგავთ ადამიანებს, შემდგომში კარგავთ თავად ამ სიმდიდრეს და თუ ისევ აგრძელებთ მომხვეჭელობის გზას, ისევ კარგავთ ადამიანებს ოღონდ პირდაპირი მნიშვნელობით – ანუ მათი გარდაცვალებით.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა