სპაგეტი ხორცის სოუსით
ინგრედიენტები
წითელი ღვინო - 50 მლ
ნიორი - 2 კბილი
ხახვი - 1-2 თავი
პამიდორი საკუთარ წვენში - 200 გ
საქონლის ფარში - 500 გ
სპაგეტი - 800 გ
მარილი და პილპილი
წითელი წიწაკა, დაფქული
მომზადების წესები
წვრილად დავჭრათ ხახვი და ნიორი. მოვშუშოთ ზეთში. დავამატოთ ფარში და თან ავურიოთ. ვშუშოთ ხორცი, სანამ სითხეს არ დაიშრობს, ნელ ცეცხლზე. დავამატოთ წიწაკა, პამიდვრის პიურე, კარგად ავურიოთ. ორიოდე წუთში დავამატოთ ღვინო, ასევე მარილი და პილპილი გემოვნებით. ვშუშოთ კიდევ 10-15 წუთი.
პარალელურად მოვხარშოთ სპაგეტი და გადავწუროთ. ჩავამატოთ სოუსში, კარგად ავურიოთ. კერძი მზადაა :)
თეფშზე გადატანისას შეგვიძლია მოვაყაროთ ცოტა გახეხილი ყველი.