სოკოსა და კარტოფილის არომატული მობრაწულა
ინგრედიენტები
კარტოფილი, მოხარშული - 3 ცალი
ქამა სოკო - 6 ცალი
გახეხილი ყველი - 0,5 ჭიქა
არაჟანი - 1 ჭიქა
როზმარინი - 1 ჩ/კ
კარაქი - 1 ს/კ
მარილი
მომზადების წესი:
ფორმას წავუსვათ კარაქი. კარტოფილი და სოკო თხელ ფენებად დავჭრათ. არაჟანში ავურიოთ როზმარინი, მარილი და პილპილი.
ფორმაში ჩავაწყოთ კარტოფილის ნაჭრები, ცოტა დავტოვოთ ზემოდან დასაწყობად და დავაყაროთ ყველი. ზემოდან დავუმატოთ სოკოს ფენა. სოკოს ლამაზი ნაჭრები შევინახოთ. სოკოს ფენას მოვასხათ არაჟნის მასა. ბოლო ფენად დავაწყოთ სოკო და კარტოფილი მონაცვლეობით, მოვაყაროთ ყველი და შევდგათ კარგად გაცხელებულ ღუმელში, სანამ ზემოდან დაიბრაწება.
ჟურნალი "გემრიელი" (აპრილის ნომერი)