თეგებით ძიება

შემწვარი ქათამი ნიგვზისა და მწვანილის საწებელში

ეს საინტერესო რეცეპტი მკვლევარმა, ქალბატონმა ანა ჭეიშვილმა მოგვაწოდა, რომელიც შვეიცარიელი მოგზაურის მარი-ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს ჩანაწერებში აღმოაჩინა. მცირედი გადამუშავების შემდეგ გთავაზობთ ამ გემრიელი კერძის რეცეპტს, ქალბატონ ანას კი დიდ მადლობას ვუხდით.
ინგრედიენტები
მოზრდილი წიწილა ან ქათამი - 1 ცალი
გატარებული ნიგოზი - 1 ჭიქა
პრასი \' - 3 ღერი
ნიორი - 5 კბილი
აყვავებული ქინძი - 2 დიდი კონა
ოხრახუში - 1 კონა
ნიახური - 1 კონა
მწვანე წიწაკა, ცხარე - 5 ცალი
ანადუღარი წყალი
მარილი
ძმარი

მომზადების წესები
ქათამს მოვაყაროთ მარილი და შევწვათ, შემდეგ დავჭრათ ნაჭრებად. მწვანილი, ნიორი, პრასი და წიწაკა ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ, დავუმატოთ მარილი, ნიგოზი, ძმარი ანადუღარი წყალი, რომ გათხელდეს და ბლენდერით ავთქვიფოთ. თუ ბლენდერი არ გვაქვს, ნიგოზს დავუმატოთ ცოტა სითხე, გავატაროთ საცერზე და შემდეგ შევურიოთ დანარჩენი ინგრედიენტები. საწებელი უნდა იყოს ოდნავ სქელი, ბაჟეს კონსისტენციის. საწებელში ჩავაწყოთ ქათმის ხორცის ნაჭრები და ისე მივირთვათ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა