ხილის ლიმონათი თაფლით
ინგრედიენტები
ატამი - 1 ცალი
მარწყვი - 5-6 ცალი
ქლიავი - 2 ცალი
პიტნის ფოთლები
შაქარი - გემოვნებით
ლიმონის წვენი - 2 ს/კ
თაფლი - 1 ს/კ
წყალი - 2 ჭიქა
ყინული
მომზადების წესები
პატარა ქვაბით ავადუღოთ წყალი, გავხსნათ შაქარი, ლიმონის წვენი, პიტნის ფოთლები და თაფლი მოვურიოთ და გავაცივოთ.
დავჭრათ ხილი, მოვათავსოთ მაღალ ჭიქებში, დავუმატოთ სითხე და ყინული.