სოსისის ღვეზელი ფენოვანი ცომით
ინგრედიენტები
მზა ფენოვანი ცომი - 1 ფირფიტა
სოსისი - 5-6 ცალი
კვერცხის გული
მომზადების წესი:
ფენოვანი ცომი მართკუთხედის ფორმით გავაბრტყელოთ, დავსეროთ თხელ ზოლებად ისე, რომ ერთ ბოლოში ბოლომდე არ ჩავჭრათ. სოსისები ცომში ისე ჩავაწყოთ, როგორც ფოტოებზეა ნაჩვენები, შემდეგ წავუსვათ კვერცხის გული, მოვათავსოთ თუნუქის ფურცელზე და 20-25 წუთის განმავლობაში 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ.