თეგებით ძიება

ნიგვზიანი ბადრიჯანი განსხვავებულად - სადღესასწაულო რეცეპტი

ასე მომზადებული ნიგვზიანი ბადრიჯანი დაამშვენებს საახალწლო სუფრას და ის ძალიან გემრიელია.
ინგრედიენტები
ბადრიჯანი - 3-4 ცალი
ნიგოზი - 200 გ
მაიონეზი - 2-3 ს/კ
მარილი
ზეთი
ნიორი - 1-2 კბილი

მომზადების წესი:
დაჭერით წრეებად ბადრიჯანი, დაამარილეთ და გააჩერეთ ნახევარი საათით.
ახლა გაატარეთ ან დააბლენდერეთ ნიგოზი და დაუმატეთ მაიონეზი, ისე, რომ მიიღოთ სქელი ფაფის კონსისტენცია.
დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ან დაჭყლეტილი ნიორი, ცოტა მარილი და კარგად აურიეთ.
ბადრიჯანი გარეცხეთ ცივ წყალში, დაყარეთ საწურზე, რომ ცოტათი გაშრეს და შეწვით ზეთი ორივე მხრიდან.
შემწვარი ბადრიჯნები გადმოიტენეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რომ მოცილდეს ზედმეტი ცხიმი, შემდეგ გადაიტანეთ გაშლილ თეფშზე. ზემოდან დაადეთ თითოეულ ნაჭერს ნიგვზის მასა. სასურველია, სუფრაზე მიტანამდე, 1 საათით შედგათ მაცივარში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა