ალუბლის ტორტი მოხარშული კრემით
ინგრედიენტები
ბისკვიტი:
კვერცხი - 6 ცალი
შაქარი - 6 ს/კ
ფქვილი - 7 ს/კ
ვანილი
მარილი
კრემი და გულსართი:
რძე - 0,5 ლ
კვერცხის გული - 2 გული
შაქარი - 1 ჭიქა
ფქვილი - 0,5 ჭიქა
კარაქი - 200 გ
შესქელებული რძე - 3 ს/კ
ვანილი
მარილი
უკურკო ალუბალი - 300 გ (შაქარმოყრილი)
მომზადების წესები
კვერცხის ცილით, მარილით და შაქრით ავთქვიფოთ ბეზეს მასა, შევათქვიფოთ კვერცხის გულები, გაცრილი ფქვილი, ვანილი და 18 სმ დიამეტრის ქაღალდჩაფენილ, ცხიმწასმულ ფორმაში მოვათავსოთ. გამოვაცხოთ 160 გრადუსზე დაახლოებით 30-40 წთ. შევაგრილოთ, გავჭრათ და შაქარმოყრილი ალუბლისგან მიღებული წვენით დავნამოთ.
შუაში წავუსვათ მოხარუშლი კრემი, დავაწყოთ ალუბლები და მეორე ბისკვიტი დავაფაროთ, წავუსვათ მოხარშული კრემი და მოვრ-
თოთ შესქელებული რძის კრემით. ზემოდან დავაწყოთ ალუბლები.
კრემები ასე მოვამზადოთ: კრემის ყველა ინგრედიენტი კარაქისა და შესქელებული რძის გარდა ავთქვიფოთ და მოვხარშოთ. შეგრილებულს შევათქვიფოთ 100 გ კარაქი. 1 ჭიქა მოხარშული კრემი ამოვიღოთ და ცალკე შევათქვიფოთ დარჩენილი კარაქი და შესქელებული რძე. ტორტი 2-3 საათით მაცივარში შევდოთ.