საქონლის ხორცი სტაფილოთი და სანელებლებით
ინგრედიენტები
საქონლის რბილი ხორცი - 600 გ
სტაფილო - 2-3 ცალი
ხახვი - 2 თავი
პრასი - 1 თავი
ლიმონის წვენი - 1 ს/კ
ზეითუნის ზეთი - 3 ს/კ
ტომატპასტა - 2 ს/კ
ხმელი ორეგანო (თავშავა) - 1 ჩ/კ
დარიჩინი - 1 ჩ/კ
ანისულის ვარსკვლავი - დაფქული, 0,5 ჩ/კ
დაფქული მიხაკი - 1/3 ჩ/კ
მუსკატის კაკალი (ჯავზი) - დაფქული, 0,5 ჩ/კ
მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
ხორცი თხელ ნაჭრებად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ ზეთი, ლიმონის წვენი და 2 საათით მაცივარში გავაჩეროთ, შემდეგ შევბრაწოთ მაღალ ცეცხლზე გახურებულ ტაფაზე.
ტაფიდან ამოვიღოთ ხორცის ნაჭრები, ჩავუმატოთ დაჭრილი ხახვი, პრასი, ნიორი და დაბალ ცეცხლზე მოვშუშოთ. თუ ცხიმი დააკლდა – დავუმატოთ.
დარბილებულ ბოსტნეულს დავუმატოთ მსხვილ, მოგრძო ნაჭრებად დაჭრილი სტაფილო და 2-3 წუთი ვშუშოთ.
3-4 წუთში დავასხათ 2 ჭიქა წყალში გახსნილი ტომატპასტა, თავშავა და დაფქული სანელებლები, წამოდუღებისთანავე ჩავუმატოთ დაჭრილი ხორცი და თავდახურული დაახლოებით 1 საათი ვშუშოთ, სანამ მომზადდება. კერძის მომზადება ხორცზეა დამოკიდებული. ბოლოს დავუმატოთ მარილი და წიწაკა.