თეგებით ძიება

ეს ღვეზელი ერთი საიდუმლო ინგრედიენტის წყალობით შეუცვლელი იქნება სადღესასწაული სუფრისთვის!

თუ გსურს, გაანებივრო ოჯახის წევრები რაიმე გემრიელით და განსაკუთრებულით, ჩაინიშნე ეს რეცეპტი. ქათმისა და ყველის ღვეზელი ღირსეულ ადგილს დაიკავებს თქვენს სადღესასწაულო სუფრაზე.
ინგრედიენტები
ქათმის ფილე - 300 გ
ფქვილი - 50 გ
კვერცხი - 2 ცალი
რძე - 150 მლ
გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის - 50 გ
ყაბაყი - 1 ცალი
გამაფხვიერებელი - 1/2 ჩ/კ
სანელებლები: - შავი პილპილი, ორეგანო, ხმელი სუნელები
მარილი

მომზადების წესები
მოხარშეთ ქათმის ფილე, გააგრილეთ და წვრილად დაჭერით. გახეხეთ ყველი.
ათქვიფეთ კვერცხი რძესთან და მარილთან ერთად. დაუმატეთ ფქვილი, სანელებლები და გამაფხვიერებელი. ძალიან სქელი ცომი არ უნდა გამოგივიდეთ.
დაუმატეთ ცომში ქათმის ფილე და ყველი. კარგად აურიეთ და მოათავსეთ ლითონის ფირფიტაზე.
დაჭერით ყავაყი წრეებად და დაალაგეთ ღვეზელზე.
აცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 35-40 წუთის განმავლობაში.
ღვეზელის მთელი მომხიბვლელობა იმაშია, რომ დაბალკალორიულია და თან უგემრიელესი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა