აჭარული სინორი 10 წუთში
სინორის მოსამზადებლად ადრე, მაღალმთიან აჭარაში საფუარის გარეშე გამომცხვარი ცომის თხელ ფირფიტებს იყენებდნენ. ახლა მის მოსამზადებელი შეგიძლიათ სომხური ლავაში გამოიყენოთ და კერძი 10 წუთში მზად იქნება.
ინგრედიენტები
სომხური ლავაში - 1 ფირფიტა
ნადუღი - 500 გ
კარაქი - 250 გ
მარილი - გემოვნებით
ნიორი - 2 კბილი
მომზადების წესები
დაჭერით სომხური ლავაში გრძელ ზოლებად, თითოეული ზოლი გადაახვიეთ პატარა რულეტებად. რულეტები გადაიტანეთ ღრმა ტაფაზე.
ცალკე ქვაბში გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ ნადუღი, ცოტაოდენი წყალი, მარილი გემოვნებით, დაჭყლეტილი ან დანაყილი ნიორი (სურვილისამებრ) და ურიეთ, სანამ არ ადუღდება.
როგორც კი მასა ადუღდება, ცეცხლიდან გადმოდგით და დაასხით ლავაშის რულეტებს იმდენი, რომ რულეტები ნახევრად დაფაროს.
ტაფა მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 3-5 წუთის განმავლობაში, სანამ რულეტებს ზედაპირი არ დაებრაწება.
სუფრასთან მიტანის წინ მოასხით გამდნარი კარაქი.
გემრიელად მიირთვით!