ქლიავის ნამცხვარი ბეზეთი
ინგრედიენტები
ფქვილი - 400 გ
შაქარი - 200 გ
საფუარი - 40 გ
კვერცხი - 2 ცალი + 3 კვერცხის ცილა
რძე - 100 მლ
მწიკვი მარილი
კარაქი - 80 გ
ქლიავი - 1,5 კგ
გახეხილი ჯანჯაფილი - მწიკვი
მომზადების წესები
საფუარი გახსენით თბილ რძეში, დაუმატეთ 1 ს/კ შაქარი, აურიეთ. ფქვილი გაცერით ჯამში, ცენტრში გააკეთეთ ჩაღრმავება და ჩაასხით საფუვრიანი მასა. დაუმატეთ კვერცხი, გამდნარი კარაქი, 80 გ შაქარი, მწიკვი მარილი და აურიეთ. გააჩერეთ ცომი თბილ ადგილას ერთი საათის განმავლობაში.
გარეცხეთ ქლიავი, გაყავით შუაზე და ამოაცალეთ კურკა. გადაიტანეთ ცომი კარაქწასმულ დასაშლელ ფორმაში, გაუკეთეთ მაღალი კიდეები. მოაყარეთ 40 გ შაქარი და დაალაგეთ ქლიავის ნჭრები. მოათავსეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 20-25 წუთის განმავლობაში.
ამასობაში ათქვიფეთ 3 კვერცხის ცილა დარჩენილ შაქართან და მწიკვ გახეხილ ჯანჯაფილთან ერთად მკვრივი ბეზეს მიღებამდე. გამოიღეთ ღვეზელი ღუმელიდან და გაანაწილეთ ზემოდან ბეზე, შეაბრუნეთ ღუმელში კიდევ 10-15 წუთით. გამომცხვარი ღვეზელი გააგრილეთ 20 წუთის განმავლობაში და ფრთხილად ამოიღეთ ფორმიდან.
მსგავსი ღვეზელის მომზადება შეგიძლიათ ნეისმიერი ხილის გულსართით ან ჯემით.
გემრიელად მიირთვით!