თეგებით ძიება

ატმის კობლერი

ინგრედიენტები
ატამი - 8 ცალი
ლიმონის წვენი - 2 ს/კ
შაქარი - 1 ჭიქა
სახამებელი - 2 ჩ/კ
დარიჩინი
მუსკატის კაკალი
ფქვილი - 1 ჭიქა
გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
კარაქი - 70 გ
კეფირი - 150 გ
ამარეტო - 1/2 ს/კ

მომზადების წესები
ატამი გავთალოთ და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. დავუმატოთ სახამებელი, ლიმონის წვენი, მუსკატი, დარიჩინი და შაქრის ნახევარი. კარგად ამოვურიოთ და გადავიტანოთ ღრმა საცხობ ფორმაში.
ცივი კარაქი დავჭრათ კუბებად, დავუმატოთ დარჩენილი შაქარი, გამაფხვიერებელი, ფქვილი და ხელით კარგად ავზილოთ.
ბოლოს დავუმატოთ კეფირი და ამარეტო. ეს მასა მოვასხათ ატამს და გამოვაცხოთ 45 წთ. 180 გრადუსზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა