19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
საყვარელ ადამიანთან, შვილებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. დააკვირდით დეტალებს. ყური დაუგდეთ მეგობრების რჩევას.
კურო
ნუ დაისახავთ მნიშვნელოვან საქმეებს. შეიძლება გაურკვევლობაში, ჩიხში აღმოჩნდეთ. კარგი დღეა თანამოაზრეებისთვის ინფორმაციის გასაცვლელად.
ტყუპი
არავის არაფერი არ დაუმტკიცოთ. კარგი დღეა კოსმეტიკის, სამოსის შესაძენად. გაგიმძაფრდებათ ინტერესი მოგზაურობისა და რომანტიკისადმი.
კირჩხიბი
ჰარმონიული გარემო შექმენით ოჯახში. სიფრთხილე გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას, უცხო გარემოში.
ლომი
ადვილად გამონახავთ საერთო ენას გარშემო მყოფებთან. სხვა დღისთვის გადადეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება, ხელშეკრულებების გაფორმება.
ქალწული
სირთულეების ნუ შეგეშინდებათ, უცხო ადამიანებიც კი დაგეხმარებიან. იყავით მეტად დაკვირვებული დეტალებისადმი.
სასწორი
კარგი დღეა იმიჯის შესაცვლელად, კოსმეტოლოგთან, სტილისტთან ვიზიტისთვის. მეტად გამოავლინეთ მეგობრული მანერები.
მორიელი
დილიდან გაიუმჯობესეთ განწყობა. ისეთ ადამიანებს შეხვდით, ვის გვერდითაც თავს უსაფრთხოდ და მხიარულად გრძნობთ. ხშირად გაიღიმეთ.
მშვილდოსანი
შეიძლება კომპიუტერულმა პროგრამამ აურიოს, ვერ მიხვდეთ მეგობრების რეალურ მოტივს. შეიძლება ერთ მომენტში მხარში დაგიდგნენ და მეორეში - გიღალატონ.
თხის რქა
ნუ ეტყვით საკუთარ თავს უარს სიამოვნებაზე. ახალი მეგობრების გამო ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობას ძველებთან.
მერწყული
მოერიდეთ უსიამოვნებას უფროსთან, მშობლებთან. რეალურად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები და კორექტივები შეიტანეთ გეგმებში.
თევზები
დღეს სხვისი საქმეებით და ცხოვრებით უფრო იქნებით დაინტერესებული, ვიდრე საკუთარით. ნუ მოტყუვდებით მიმზიდველი გარეგნობით, შინაარსი შეიძლება არასაიმედო იყოს.
წყარო: astrologi.ambebi.ge