თეგებით ძიება

როგორ გაართოთ თქვენი პატარა - ტყუპი

თუკი პატარებს დააკვირდებით, ალბათ შეამჩნევთ რომ ზოგიერთ ბავშვს, ეზოში თანატოლებთან სირბილი უყვარს, ზოგი თავისთვის წყნარად ერთობა კონსტრუქტორის შენებით, ზოგი კი ფერადი ფანქრებისა და სუფთა ფურცლის დანახვაზე ხდება დამყოლი და მშვიდი. ასტროლოგებს კი მიაჩნიათ, რომ იმის მიხედვით, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით მოევლინა ქვეყანას ოჯახის პატარა წევრი, შეგიძლიათ შესაფერისი გასართობი უპრობლემოდ შეურჩიოთ.


თუკი ოჯახში პატარა ტყუპი გეზრდებათ

ტყუპის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული პატარა უზომოდ ცელქი და ვერცხლისწყალივით მოძრავია. შესაბამისად, მისი დაოკება რაიმე სახის შემოქმედებითი საქმიანობით შეიძლება. პატარა ტყუპს სწრაფი აზროვნება და ნებისმიერი, ახალი ინფორმაციის ათვისების გასაოცარი უნარი გააჩნია. ამიტომ მას განსაკუთრებით მოეწონება ინტელექტუალური თამაშები და სახალისო თავსატეხების ამოხსნა. გარდა ამისა, იგი არც ზღაპრების მოსმენაზე იტყვის უარს. თუმცა, ამის შემდეგ კარგი იქნება, თუ მას ხელში ფერად ფანქრებსა და სახატავ რვეულს მისცემთ და დაავალებთ დაგიხატოთ წაკითხული ზღაპრის გმირები. ასეთი ტრიუკით თქვენც დაისვენებთ ცოტა ხნით მისი აბეზარი შემოტევისგან და ისიც სიამოვნებით გაერთობა, წარმოსახვითი პერსონაჟების ხატვით.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა