თეგებით ძიება

25 აგვისტო, მთვარის მეთხუთმეტე დღე

შაბათი, მთვარე გადის მერწყულის ზოდიაქოს
კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ.
არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ.
აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა.
არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას.
სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება.
კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება.
ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის.
ამ დღეს დაბადებული ადამიანი დიდხანს იცოცხლებს, მაგრამ ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევს. ნიჭიერი იქნება, მაგრამ სწავლა არ ეყვარება. წარუმატებლობას სიყვარულში მატერიალური და მორალური ზარალიც დაემატება.
ამ დღეს არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
არ გირჩევთ თმის შეჭრას.
ამ დღის ქვებია: აქატი და მორიონი.

მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 4:25

სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე მერწყულში
გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, აპენდიქსზე (ბრმა ნაწლავი) პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე.
არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა