3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც შეუძლია ცხოვრება გაგირთულოთ
ასტროლოგებს ხშირად სჩვევიათ ზოდიაქოს ნიშნების გამორჩევა სხვადასხვა ნიშან-თვისების მიხედვით.
ჩვენ ვსაუბრობთ ზოდიაქოს ნიშნების დადებით მხარეებზე, ამჯერად დავასახელებთ სამ ზოდიაქოს ნიშანს, რომლებთანაც ხუმრობა ძალიან სახიფათოა, ჩვენ გაფრთხილებთ არ ეთამაშოთ ცეცხლს, ეძებეთ კომპრომისები და მაქსიმალურად თავი აარიდეთ მათთან მტრობას.
გაიძვერა თევზები
ერთი შეხედვით, თევზები ემოციური და უწყინარი ნიშანია. თუმცა, როდესაც ისინი მოცულნი არიან რაიმე იდეით ან სურვილით, ყველაფერს აკეთებენ ჩანაფიქრის განსახორციელებლად. ამ მომენტში მათთვის სულერთი ხდება გარშემო მყოფთა გრძნობები და სურვილები. თევზები იწყებენ თავიანთი ოპონენტებით მანიპულირებას ისე, რომ ხშირად ვერც კი აცნობიერებენ თავის დანაშაულს. რადგანაც თევზებს დაუცველი და სუსტი ადამიანის იმიჯი აქვთ, მათ უპრობლემოდ შეუძლიათ გამოძვრნენ ნებისმიერი სიტუაციიდან და დამნაშავედ თქვენ გამოგიყვანოთ.
ცივსისხლიანი თხის რქა
თხის რქა ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე ნაკლებემოციურ ნიშნად ითვლება. თუ თქვენ დახმარება გჭირდებათ, თხის რქა მას აღმოგიჩენთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისთვის ძვირფასი ადამიანი ხართ, სხვა შემთხვევაში იგი ნაწყენი და გაბრაზებულიც კი დარჩება, რომ თქვენ მას ძვირფასი დრო სხვადასხვა თხოვნის გამო წაართვით.
თხის რქები ბუნებით ლიდერები არიან, რომლებიც თავიანთ გეგმებს მიზანმიმართულად მიუყვებიან. მათ მხოლოდ თავის შესაძლებლობების იმედი აქვთ და სჯერათ მხოლოდ საკუთარი თავის.
ისინი აწესებენ ჩარჩოებს ცხოვრების ყველა სფეროში და არასოდეს არღვევენ მათ. იყავით ფრთხილად თხის რქებთან, ისინი არ არიან ვერაგი ადამიანები, თუმცა შეუძლიათ სამყაროც კი შეცვალონ თავიანთი სიჯიუტითა და სწორხაზოვანი აზროვნებით.
მგრძნობიარე მორიელი
თუ მოცემულ სიტუაციაში მათ ყველაფერი აწყობთ და მოსწონთ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. მორიელი თქვენ გვერდით იქნება, დაგეხმარებათ და წაქცეულს აგაყენებთ, მაგრამ ეს ყველაფერი გაგრძელდება იქამდე, სანამ მის მოთხოვნებს აკმაყოფილებთ, სხვა შემთხვევაში მორიელი დაგახრჩობთ თავისი მგრძნობიარობით, გამოგიყვანთ დამნაშავედ და მუდმივ სინდისის ქენჯნას გაგრძნობინებთ.
ისინი თვალის დახამხამებაში გამოვლენ ნებისმიერი რთული სიტუაციიდან და არანაირ ყურადღებას არ მიაქცევენ თქვენს ხასიათსა და პოზიციას, თან ამ ყველაფერს მორიელი ვირტუოზულად მოახერხებს ისე, რომ ვერც კი მიხვდებით როდის დარჩით წაგებული და როგორ მოყევით მათ ხაფანგში.
წყარო: astrologi.ambebi.ge