თეგებით ძიება

როგორ გაართოთ თქვენი პატარა -კურო

თუკი პატარებს დააკვირდებით, ალბათ შეამჩნევთ რომ ზოგიერთ ბავშვს, ეზოში თანატოლებთან სირბილი უყვარს, ზოგი თავისთვის წყნარად ერთობა კონსტრუქტორის შენებით, ზოგი კი ფერადი ფანქრების და სუფთა ფურცლის დანახვაზე ხდება დამყოლი და მშვიდი. ასტროლოგებს კი მიაჩნიათ, რომ იმის მიხედვით, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით მოევლინა ქვეყანას, ოჯახის პატარა წევრს შეგიძლიათ შესაფერისი გასართობი უპრობლემოდ შეურჩიოთ.

თუკი ოჯახში პატარა კურო გეზრდებათ
პატარა კუროს ჩვილობიდან განსაკუთრებული დამოკიდებულება ექნება მუსიკისადმი. შესაბამისად, მისი გართობა საყვარელი სიმღერების რეპერტუარით შეგიძლიათ. გარდა ამისა, მმართველი მიწის სტქიის გავლენით, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ბავშვები ქვიშაში ნაირ-ნაირი კონსტრუქციის მქონე სასახლეების მშენებლობასაც აღმერთებენ. თუ ქვიშა არ არის ახლოს, თქვენი პატარა კურო ფანჯრის რაფაზე შემოსკუპებულ ყვავილის ქოთანს დატოვებს უმიწოდ. გახსოვდეთ, კუროებს მასშტაბურობა ხიბლავთ. ამიტომ შეეცადეთ, თქვენი შვილის გარშემო ყოველთვის იყოს ბევრი და დიდი ზომის სათამაშოები.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა