თეგებით ძიება

სახლების სისტემა - მეექვსე სახლი

ჩვენი ერთგული მკითხველის თხოვნის გათვალისწინებით, ვიწყებთ სტატიების ციკლს ზოდიაქოს სახლების შესახებ. ასტროლოგიურად არსებობს თორმეტი სახლი, რომელიც სხვადასხვა ზოდიაქოს შეესაბამება. სახლი, რომელშიც ესა თუ ის პლანეტა ხვდება თქვენს ნათალურ რუკაზე, განაპირობებს მისი გამოვლინების არეალს. ასე მაგალითად – ვენერა მორიელში, რომელიც თავისთავად უკვე ნიშნავს ტემპერამენტიან, ქარიზმატულ და მძაფრი შეგრძნებების მოყვარულ ინდივიდს, საკუთარ სექსუალურ ტემპერამენტს გაცილებით უფრო დრამატულად გამოავლენს თუკი ზემოთ ხსენებული ვენერა მორიელის ზოდიაქოს გარდა მორიელისავე მერვე სახლში იქნება განთავსებული. ამ შემთხვევაში ადამიანის ემოციებს გამუდმებით მიეცემა ფატალური მოვლენების ხარჯზე განვითარების საშუალება. ხოლო იგივე ვენერას განლაგება მეათე სახლში მიუთითებს იმაზე, რომ მისი მფლობელი ასაკით უფროსი ან თანამდებობის პირებით იხიბლება (რისი ფესვებიც მისი ოჯახიდან, აღზრდის სპეციფიკიდან მოდის) და საკუთარ სექსუალურ შარმსაც ძირითადად ამ მიმართულებით იყენებს.
ასტროლოგიურად ზოდიაქოს თორმეტივე სახლს საკუთარი გამოვლინების სფეროები გააჩნია. ამიტომ თითოეული სახლის "არსენალში" როგორც წესი, რამდენიმე ვარიანტი შედის. თუმცა როგორ ამუშავდება ესა თუ ის სახლი კონკრეტული ინდივიდის ცხოვრებაში ამაზე უკვე მთლიანი რუკის კომპლექსური ანალიზის შედეგად შეიძლება საუბარი. მაგრამ დასაწყისისთვის მოდით რიგითობის მიხედვით გავეცნოთ თითოეულ სახლს და მისი გავლენის სფეროებს.


მეექვსე სახლი

მუტაბელური, ქალური ენერგეტიკის მქონე, მიწის სტიქიის სახლი.

სიგნიფიკატორი: ქალწული, მერკური, ცერერა

ამ სახლში თავს კარგად გრძნობს მარსი. აქტივობას (მარსი) პლუს შრომისმოყვარეობა (მეექვსე სახლი)

სხეულის ნაწილებიდან შეესაბამება: კუჭნაწლავი, სასუნთქი გზები, მუცლის ქვედა მხარე...

მეექვსე სახლის სფეროში შედის: მსახურება (ვინმეზე დაქირავებულად მუშაობა), თანაშემწეობა, უფროსისა და დაქვემდებარებულის ურთიერთობა, შრომის სხვადასხვა სახეობა. პატარა ზომის ცხოველები (ჩიტები, კატები, მღრღნელები), არენდატორები და ზოგადად არენდის თემა. მწყემსები, ვეტერინარები, და-ძმები. დეიდები და მამიდები.

მეექვსე სახლი არის სიგნიფიკატორი რუკაში სამსახურის, ზოგადად შრომის მიმართ დამოკიდებულების. ჯანმრთელობის მდგომარეობის, ენერგეტიკული ბალანსის, ექიმებთან და მედიცინასთან დამოკიდებულების. ამ სახლის მიხედვით დგინდება ფიზიკური სისუსტის ნებისმიერი გამოვლინება. იგი ითვლება ერთ-ერთ "ბოროტ სახლად" იმიტომ, რომ ხშირად მას უკავშირებენ ჯანმრთელობის გაუარესებას, დანაკარგებს.
მეექვსე სახლი განაგებს თანამშრომლების ურთიერთობას. ზოგადად სიტუაციას სამსახურში. მისი ასპექტები განაპირობებს ჩვენს დამოკიდებულებას პროფესიულ საქმიანობასთან, პროფესიული რეალიზაციის გზებს. თუმცა იგი ნაკლებად აჩვენებს უშუალოდ კარიერულ ზრდას, მეექვსე სახლი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი შესაძლებლობებით, შრომითა და გარჯით ფულის შოვნის გზებს გვანახებს.

მეექვსე სახლის სფეროა მომსახურების სფერო ზოგადად. იერარქიული, კორპორატიული კიბე. იგია სიგნიფიკატორი ნებისმიერი სახის დაქირავებული პერსონალისა, რომელმაც შრომა უნდა გაადვილოს, საკუთარ თავზე უნდა აიღოს შავი სამუშაოს შესრულება. მეექვსე სახლით იმართება რემონტის თემა ანუ მშენებლები, მღებავები, შუშის მწმენდავები, სანტექნიკოსები და ა.შ. მეექვსე სახლია სიგნიფიკატორი ასევე ძიძებისა და შინამოსამსახურეების შემთხვევაში.
ამ სახლის სფეროში შედიან ასევე ის ადამიანები ვისი შრომაც საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის არის აუცილებელი. მათ შორის: პოლიციელები, სასწრაფოს ექიმები, მაშველები, მეხანძრეები და ა.შ. თუმცა, სათავდაცვო სფერო და პოლიცია არ შედის მათში. ეს მეათე სახლის სფეროებია, მაგრამ მეექვსე სახლს ექვემდებარება სპეცდანიშნულების რაზმები, როგორც პრობლემის ლოკალური გზით გადაჭრის ეფექტური საშუალება.

მეექვსე სახლი მართავს ადამიანის უნარს თავის მხრივ მართოს საკუთარი ორგანიზმი. მისი დეტალური ანალიზი გვაძლევს საშუალებას გავიგოთ კონკრეტულად რა სახის დისონანსს განიცდის ჩვენი სხეული. მეექვსე სახლი განაგებს ასევე სამკურნალო-სარეაბილიტაციო დაწესებულებებს. ზოგადად ორგანიზმის სიჯანსაღეს, მის გარეგნულ იმიჯს მართავს პირველი სახლი იგივე ასცენდენტი, სხეულის სისუსტეებსა და პრობლემებს მეექვსე სახლი უყრის თავს, ხოლო გართულების შემთხვევაში ქირურგიული ჩარევის ალბათობაზე უკვე მერვე სახლია პასუხისმგებელი, საბოლოო სტადიას კი ანუ ჰოსპიტალიზაციას მეთორმეტე სახლის განზომილებაში გადავყავართ.

თუ მეექვსე სახლში ურანია განთავსებული ეს მიანიშნებს მოულოდნელად გაჩენილ დაავადებებზე. ხშირად ამოუცნობ და რთულად დიაგნოსტირებად სნეულებაზე, რომელიც შესაძლოა თავისით განიკურნოს. ეს კომბინაცია ასევე ნიშნავს პრობლემებს ბიძების, მამიდების გამო.
სატურნი მეექვსე სახლში თუ იგი დაზიანებული არაა, საკმაოდ მყარ ჯანმრთელობას ნიშნავს. დაზიანების შემთხვევაში იგი სისხლის დაავადების ან ოსტეოხონდროზის საფრთხეს გვაუწყებს.

იუპიტერი მეექვსე სახლში ნიშნავს საკმაოდ კარგ ნივთიერებათა ცვლას, ზოგადად კარგ ჯანმრთელობის მდგომარეობას თუ იგი დაზიანებული არ არის. თუ დაზიანებულია, აუცილებლად მიანიშნებს ნივთიერებათა ცვლის მოშლას, ცუდ ორსულობას, ღვიძლის ფუნქციების დარღვევას და ა.შ.
მარსი მეექვსე სახლში დაუზიანებლობის შემთხვევაში მიანიშნებს დიდ შრომისუნარიანობას, თუმცა პრობლემებს ნერვულ სისტემაზე გადაღლის გამო. დაზიანების შემთხვევაში იგი გვაფრთხილებს ალერგიულობის ან მოტეხილობების შესახებ.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა