თეგებით ძიება

28 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კარგი დღეა ინფორმაციის მოსაძიებლად, ფლირტისა და ნაცნობობისთვის. მგზავრობისას მოსალოდნელია თავგადასავლები, რომანტიკული შეხვედრა. ბიზნესმენებმა კომპანიის რეკლამა არ დაივიწყოთ.

კურო
ყველას ნუ ენდობით. დაკვირვებულად იმოქმედეთ. შოპინგი განწყობას გაგიუმჯობესებთ. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებსა და პირადი ურთიერთობების მოგვარებას.

ტყუპი
ცვლილებები, "ცხოვრების თავიდან" დაწყება გსურთ. ეცადეთ, არ დაუჯეროთ ჭორებს, გადაამოწმოთ ინფორმაციები. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

კირჩხიბი
ინტრიგებისა და საიდუმლოებებისდამი მოიმატებს ინტერესი. დღეს მოკლე მანძილზე მოგზაურობა და მივლინება გელით. საღამოს შეეხმიანეთ მეგობრებს.

ლომი
ენერგიის მომატებას იგრძნობთ. მოიმატებს ინტერესი თქვენი საქმიანობისადმი. მეტად გამოავლინეთ ნიჭი და შესაძლებლობები.

ქალწული
დაკვირვებულად იმოქმედეთ. მოერიდეთ გაურკვევლობას ურთიერთობებში (მეუღლესთან). სხვა დღისთვის გადადეთ ხელშეკრულებების გაფორმება.

სასწორი
წარმატებული დღე გელით. სასიამოვნო ადამიანებთან შეხვედრა და საუბარი გელით. კომპლიმენტებს და შექებას მიიღებთ. ხანგრძლივვადიან საქმეებს დღეს ნუ დაიწყებთ.

მორიელი
ნუ დაისახავთ რთულ საქმეებს. მეტად გაერკვიეთ საქმეებში, გარშემო მყოფებში. მოიმატებს ინტერესი ინფორმაციებისა და ჭორებისადმი.

მშვილდოსანი
შეხვედრების, დიალოგების დღეა. ყველგან თავს ლაღად და ბედნიერად იგრძნობთ. მოერიდეთ გაურკვევლობას საქმეებში, ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებებს.

თხის რქა
საინტერესო შეხვედრების დღეა. ახალგაცნობილი ადამიანები თქვენზე დიდ გავლენას მოახდენენ. ზოგიერთს კოლეგასთან რომანის დაწყება ელის.

მერწყული
ნუ შეასრულებთ რთულ, თქვენთვის უინტერესო საქმეებს. იყავით ღიმილიანი. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში.

თევზები
იყავით მეტად დიპლომატიური გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას. აგრეთვე დაკვირვებული და მოერიდეთ გაურკვეველ სიტუაციებს. საიდუმლოებები არავის გაუმხილოთ.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა