თეგებით ძიება

6 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
საქმიანი მიმოწერის, დოკუმენტების მოწესრიგების დღეა. გააუმჯობესეთ ურთიერთობა უცხოელ კოლეგებთან. აქტიური ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად ცოტა უნდა ივარჯიშოთ.

კურო
გარშემო მყოფებთან მარტივად გამონახავთ საერთო ენას. კარგი დღეა სწავლისა და მოგზაუროისთვის. კარგად გამოგივათ ის საქმეები, რომლების მიმართაც განსაკუთრებული ინტერესი გაკავშირებთ. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად.

ტყუპი
დღეს უნდა გაერკვეთ იმ საკითხებში, რომლებიც დღემდე მოსვენებას გიკარგავდათ. გაღიზიანება და შორიაქი ახასიათებთ ივნისში დაბადებულებს. ნერვიულობის მიზეზი შეიძლება გახდეს საკუთარი შეცდომა, მშობლის შენიშვნა.

კირჩხიბი
ცნობისმოყვარე და დაკვირვებული ხართ. არ გაგიჭირდებათ სარგებლის ნახვა უმნიშვნელო საქმეშიც კი. კარგი დღეა საქმიანი შეხვედრის, ბრიფინგის მოსაწყობად, აზრთა გაცვლისთვის.

ლომი
თუ უმნიშვნელო წინააღმდეობას წააწყდით, ნუ გგონიათ, რომ არჩეული გზიდან უნდა გადაუხვიოთ. შეეგუეთ დროებით შეზღუდვას და რამე სასიამოვნო საქმიანობით დაკავდით. მოიმატებს ხარჯი.

ქალწული
შანსი მოგეცემათ გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები და გარშემო მყოფებს თქვენი თავი სხვა კუთხით გააცნოთ. მაქსიმალურად მოთოკეთ ემოციები და აკონტროლეთ გამონათქვამები.

სასწორი
დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ. მოაწესრიგეთ დოკუმენტები. შეიძლება გავლენიანი ადამიანის დახმარება, სპეციალისტის კონსულტაცია დაგჭირდეთ.

მორიელი
ყური დაუგდეთ გამოცდილი ადამიანების რჩევას. შეიძლება შეგეცვალოთ გეგმა, მეტი დაკვირვება გმართებთ დეტალებისადმი. დღის განმავლობაში ხშირად დაგჭირდებათ გარშემო მყოფების დახმარება.

მშვილდოსანი
გარშემო მყოფებთან საერთო ენის გამონახვა ადვილი არაა. საუბრის ბოლოს შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ტყუილად დაკარგეთ დრო და ენერგია. ფაქტებზე დაყრდნობით ისაუბრეთ.

თხის რქა
კარგი დღეა ინფორმაციებსი გაცვლისთვის, საქმიანი მიმოწერისთვის. გაგიფართოვდებათ კლიენტების წრე, კარგი დღეა სწავლასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად.

მერწყული
დილიდან პოზიტიურად განეწყვეთ. ვალდებულებები მაქსიმალურად დაკვირვებულად შეასრულეთ. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფების მოსაზრებებს და აკეთეთ ის, რასაც საჭიროდ მიიჩნევთ.

თევზები
მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები. საქმიან პარტნიორთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. საყვარელ ადამიანსაც კი უნდა გასაგებად და დეტალურად აუხსნათ ვითარება.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა