თეგებით ძიება

6 სექტემბერი, მთვარის ოცდამეექვსე დღე

ხუთშაბათი, მთვარე გადის ლომის ზოდიაქოს
საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან.
არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ;
კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად.
მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს.
მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ.
კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება.
ამ დღეს დაბადებული ადამიანი ბედნიერი და მდიდარი იქნება, მაგრამ არ უნდა იყოს ამაყი და არ უნდა ჰქონდეს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა.
მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია - თევზისა და ბოსტნეულის.
თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან.
თმის შეჭრა ბედნიერებასა და სიხარულს მოგიტანთ.
ამ დღის ქვებია: ყვითელი ნეფრიტი, ჟადეიტი და ქრიზოპრაზი.

მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:45
მთვარე ლომის ზოდიაქოში გადაინაცვლებს 17:53

სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე ლომში
მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
მოერიდეთ ოპერაციებსა გულსა და ზურგზე.
უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება.
კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
გაამდიდრეთ რაციონი კურაგით, ქიშმიშით, ლეღვით (ან ჩირით), მწვანილით.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა