თეგებით ძიება

როგორ დავამუშაოთ ლილიტი

შავი მთვარე ანუ ლილიტი, ნებისმიერი ადამიანის კოსმოგრამაში როგორც წესი ფარულ საფრთხეებზე, ცხოვრებისეულ საცდურებზე და ცდომილებებზე მიანიშნებს. ლილიტი განაპირობებს ჩვენში აკვიატებული მანიის სახეს (მაგ. ლილიტს ქალწულში უაზრო სიძუნწე ახასიათებს, ლილიტს ლომში – მუდმივი განცდა ტანჯავს, რომ არ აფასებენ და ა.შ.). მარტივად რომ ვთქვათ, ლილიტი არის ის შავი ლაქა ჩვენს რუკაზე, რომელიც როგორმე უნდა გავაბაცოთ ან სულაც გავაფერადოთ; ანუ ასტროლოგიურ ენაზე რომ ვთქვათ, "დავამუშაოთ".
ასტროლოგიაში არ არსებობს ცუდი და კარგი ასპექტები. ნებისმიერ ასპექტს გააჩნია ორი მხარე და იგი მუშაობს მხარის პრინციპით რომელსაც ჩვენ "ჩავრთავთ" მასში. ლილიტის გასანეიტრალებლად სხვადასხვა მეთოდი არსებობს. პირველი რაც უნდა ვიცოდეთ ეს არის ის, რომ შავი მთვარის ძირითადი სამართავი პულტი მისი მოწინააღმდეგე ნიშნის მმართველში იმალება. ანუ თუ ვთქვათ თქვენი ლილიტი ვერძშია, მისი მოპირისპირე ნიშანი სასწორი იქნება, თქვენი ლილიტის სამართავი პულტი კი ვენერასთან უნდა ეძებოთ. აუცილებლად უნდა ნახოთ რომელ გრადუსშია მოცემული პლანეტა და კონკრეტულად რა სახის ქმედებებს შეესაბამება ეს გრადუსი. მისი ამუშავებით თქვენ ფაქტობრივად იმეტებთ თქვენს ლილიტს მის ეშმაკურად დაგებულ ნებისმიერ მახეს უნიტაზში "ჩასარეცხად".
იმის მიხედვით თუ რომელ სახლშია განთავსებული თქვენი პირადი რუკის მიხედვით "შავი დედოფალი" უნდა მოახერხოთ სახლის შესაბამის სფეროში ქალური საწყისი (მთვარე ფემინური ენეგრიაა!) გააძლიეროთ. მაგალითად, თუ მეექვსე სახლშია იგი, ზრუნვა გარშემო მყოფების მიმართ. ავადმყოფებთან და სნეულებთან დამოკიდებულებაში მეტი სითბოს, სიყვარულისა და თანადგომის გამოხატვა. თუ სახლი მეხუთეა უფრო ნაზი, მომთმენი და ლოიალური უნდა გახდეთ საპირისპირო სქესის მიმართ. გახსოვდეთ, ლილიტი ადამიანში მისი დემონური და ადამიანური საწყისის ჭიდილს იწვევს. ხოლო თუ ვინ გაიმარჯვებს საბოლოო ჯამში, ეს მხოლოდ ინდივიდის ურყევ ნებაზეა დამოკიდებული.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა