თეგებით ძიება

მერკური და "მერკურიანელები"

ასტროლოგიურად, პლანეტა მერკური ადამიანის პირად რუკაში მისი აზროვნების ფორმას და კომუნიკაციის უნარს განაპირობებს. ხოლო მათ ვისაც ძლიერი მერკური ჰყავს ანუ განლაგებული ტყუპის ან ქალწულის ზოდიაქოში, ასცენდენტის ნიშნის მდებარეობა გააჩნია ჰაერის სტიქიის ნიშანში ან თავად მერკურის მდებარეობაა "დაუზიანებელი" ასტროლოგები "მერკურიანელებს" უწოდებენ. ძლიერად მერკური ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუკი მას კარგი ასპექტები გააჩნია სხვა პლანეტებთან. არანაკლებ საინტერესო ფენომენია ე.წ. რეტროგრადული მერკური, რომლის მფლობელსაც აქვს უნარი გამოიტანოს ისეთი სიღრმისეული დასკვნები, რასაც სხვა ვერ შეძლებს. თუმცა ასეთი მერკურის პატრონი ყოფით ცხოვრებაში ხშირად დაბნეული, არაორგანიზებული და ჯიუტია. მაგრამ ეს უკვე სხვა საუბრის თემაა. სწორედ, რეტროგრადული მერკურის მფლობელმა კოპერნიკმა შეძლო ჰელიოცენტრული სისტემის აღმოჩენა. უდიდესი მათემატიკოსი და უნიკალური მეცნიერი ჯეროლამო კარდანოც ასევე რეტრო მერკურის მფლობელი გახლდათ.


რეტროგრადული მერკური ადამიანს აჯილდოებს უნარით, რომ საკუთარი აზროვნების მეშვეობით ორიგინალურად, სრულიად არასტანდარტული მეთოდებით მოახდინოს თავის წარმოჩენა. მართალია, ამგვარი მერკურის მფლობელი ხშირას სკოლაში საპატიო სამოსანის სტატუსს ვერ სცდება ხოლმე, მაგრამ რეტრო მერკურის მფლობელი, ცაციების მსგავსად ნელ-ნელა ახერხებს მოერგოს გარემოს და საბოლოოდ საზოგადოება გააკვირვოს თავისი შესაძლებლობებით, რომელიც ე.წ. "მემარჯვენეებს" არც კი დაესიზმრებათ.

Astrologia



ძლიერი მერკური, რომელიც ასევე რომელიმე სტელიუმის მმართველია, ასცენდენტზე ან მედიუმ ქოელზე ახდენს გავლენას, აძლევს ადამიანს წარმატების მიღწევის შანსს ნებისმიერ "მერკურიანულ პროფესიაში" – მათ შორისაა ჟურნალისტიკა, სარეკლამო საქმე, პიარი, კომერცია, პოლიტიკა. ასეთი ადამიანები გამოირჩევიან ნათელი გონებით, სწავლებადობით, ინფორმაციის ათვისების და გადაცემის გასაოცარი უნარით. ყველაზე ეფექტური კომბინაცია ამ მხრივ არის მერკური ასცენდენტთან ახლოს, პირველ სახლში ან ზუსტ შეერთებაში ასცენდენტთან.

მერკურიანელების ორი ტიპი არსებობს: "ჰაეროვნები" (მერკური ტყუპში) და "მიწიერები" (მერკური ქალწულში). ჰაეროვანი მერკურიანელები კატალიზატორის როლს ასრულებენ ნებისმირი მოვლენის განვითარებაში. ხოლო მიწიერები გამოირჩევიან გათვლა-გაანგარიშების უზადო ნიჭით. თუმცა გარშემო მყოფების საკუთარ სიმართლეში დარწმუნების უნარს ჰაეროვანი მერკურიანელები უფრო ფლობენ, ვიდრე მიწიერები.
მერკურიანელები თავისი არსით დემოკრატები არიან. ძლიერი მერკურის გავლენის მქონე ადამიანი არ ცნობს კლასობრივ ან იერარქიულ სისტემას. იგი ბუნებით ლიბერალია.

ბავშვობაში მერკურიანელებს ყველაზე უკეთ ეტყობათ ამ პლანეტის რეტროგრადულობა ან რაიმე სახის დაზიანება. ამიტომ სასურველია თუ მოცემულ პრობლემაზე მუშაობა სწორედ ბავშვობის ასაკიდან დაიწყება, რათა მერკურის ცუდი ასპექტები (განსაკუთრებით შავ მთვარესთან მიმართებაში) ზრდასრულ ასაკში სხვადასხვა სახის კომპლექსად არ ჩამოყალიბდეს.

მერკურიანელების მთავარი სისუსტე ჯანმრთელობის თვალსაზრისით ნერვული სისტემის და სასუნთქი გზების დაავადებებია. მათ ხშირად აღენიშნებათ სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ჰიპერტონია და ა.შ. ასევე ხშირია მერკურიანელებში ასთმა. ნებისმიერ მერკურიანელს აქვს მიდრეკილება კიდურების მოქნილობისკენ. მათ ეს თვისება სასურველია განავითარონ, იმიტომ რომ ხელების მოქნილობა თავის მხრივ კავშირშია ტვინის მუშაობასთან. შესაბამისად, ნებისმიერი სახის საქმიანობა, რაც ხელის სისწრაფეს მოითხოვს, აუმჯობესებს მერკურიანელის გონებრივ შესაძლებლობებს.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა