8 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ეცადეთ, არავის გაეჯიბროთ. იყავით დიპლომატიური გარშემო მყოფების მიმართ. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით გაანებივრეთ.
კურო
მეტად დაისვენეთ, გამოიძინეთ. გაიუმჯობესეთ კვებისა და ძილის რეჟიმი. უპირატესობა მიანიჭეთ ჯანსაღ საკვებს.
ტყუპი
კარგი განწყობა საშუალებას მოგცემთ გაიუმჯობესოთ ურთიერთობა ბავშვებთან. განახორციელოთ შემოქმედებითი იდეები. მეგობრული და რომანტიკული შეხვედრები გელით.
კირჩხიბი
არ იზარმაცოთ, მოაწესრიგეთ პირადი ნივთები, მნიშვნელოვანი საქმეები. გარშემო მყოფებისგან გადამეტებულ ყურადღებას იგრძნობთ.
ლომი
შეხვედრების, პაემნის, სტუმრების მიღება გელით. კარგი დღეა პარფიუმერიის, საჩუქრებისა და აქსესუარების შესაძენად. იყავით ღიმილიანი.
ქალწული
დღეს საკუთარ თავს უარი არაფერზე უთხრათ. თუ რაიმეს გაკეთება ან შეძენა მოგინდებათ, უკან არ დაიხიოთ. გაანებივრეთ საკუთარი თავი.
სასწორი
არ იზარმაცოთ, იყავით მობილიზებული, შეასრულეთ დაგეგმილი საქმეები. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით, გაანებივრეთ იგი მზრუნველობით.
მორიელი
დღეს უამრავ საიდუმლოს აეხდება ფარდა. შეიძლება ახალი შემოსავლის წყარო გამოგიჩნდეთ, რომელზეც არ გსურთ საუბარი ან (ფარული) გასართობი. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.
მშვილდოსანი
რეალურ სამყაროშიც გელით მხარულება და შეხვედრები და ვირტუალურშიც. შეიძლება გავლენიანი მეგობრები გაიჩინოთ. იყავით ელეგანტური.
თხის რქა
დღეს ის დღეა, როცა საკუთარ დროსა და ყურადღებას შემთხვევით ადამიანებს და საქმეს არ დაუთმობთ. საყვარელ ადამიანთან ერთად კულტურულ ღონისძიებას დაესწარით.
მერწყული
კარგი დღეა დასვენებისთვის, ძალების აღსადგენად. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. სახლში ჰარმონია დაისადგურებს.
თევზები
ნაკლები ყურადღება მიაქციეთ უსიამოვნებებს. შემოქმედებაში მეტად გამოავლინეთ ფანტაზია; ახლობლებთან ურთიერთობისას - მზრუნველობა და სიყვარული.
წყარო: astrologi.ambebi.ge