8 სექტემბერი, მთვარის ოცდამერვე დღე
შაბათი, მთვარე გადის ქალწულის ზოდიაქოს
ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება.
კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის.
შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ.
მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან.
კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად.
სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ.
კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად.
მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა.
თმის შეჭრა უფრო მეტად გაგალამაზებთ.
მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას, მწერების მოკვლას.
ამ დღეს დაბადებული ადამიანი მთელ ცხოვრებას უზრუნველად გაატარებს, მაგრამ საკმაოდ ზარმაციც იქნება.
ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი.
ამ დღის ქვებია: ჟადეიტი, აქვამარინი, ამეთვისტო.
მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 3:21
მთვარე ქალწულის ზოდიაქოში გადაინაცვლებს 18:30
სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე ქალწულში
მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
კარგია ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
წყარო: astrologi.ambebi.ge