26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
შეხვედრების, მოლაპარაკებების დღეა. შეიძლება თქვენს ჯგუფში ახალი წევრი შემოვიდეს. კარგი დღეა გასაუბრებისთვის, მეგობრების მოსანახულებლად.
კურო
კარგი დღეა წიგნების, სახელმძღვანელოების, ტურისტული მეგზურის საყიდლად. ნუ გადაყრით დღეს შეძენილი ნივთების ქვითრებს.
ტყუპი
კარგი მოსაუბრე და კომენტატორი ხართ. აგრეთვე, - დაკვირვებული მოწაფე. შეყვარებულმა ნიშნებმა საყვარელ ადამიანს კრეატიული პაემანი მოუწყვეთ.
კირჩხიბი
მიმოწერის, საუბრების დღეა. საშუალება მოგეცემათ თქვენი ფარული ფანტაზიები გაახმოვანოთ. შეიძლება ონლაინ შეეხმიანოთ მეგობრებს, ნათესავებს.
ლომი
კოლეგებთან ერთად განიხილეთ სამსახურის საქმეები, მეგობრებთან ერთად - საინტერესო გეგმა. შეხვედრები მეგობრულ გარემოში დანიშნეთ. ჩაიწერეთ საინტერესო ფრაზები, იდეები.
ქალწული
გავლენიან მეგობრებთან შეხვედრისა და მათთვის იდეების გაზიარების საშუალება მოგეცემათ. მეტად გამოავლინეთ დახვეწილი მანერები. მოითხოვეთ ხელფასის მომატება.
სასწორი
დოკუმენტებთან მუშაობის დღეა. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. საქმიანი თუ მეგობრული შეხვედრების დროს ნუ მოგერიდებათ საკუთარ სურვილებზე, განცდებზე ლაპარაკი, პირადი უფლებების დაცვა.
მორიელი
გულითადი საუბარი გელით მოსაუბრესთან. ეს შეიძლება საქმიანი პარტნიორიც კი იყოს. დღეს შეძლებთ ადამიანს საიდუმლოც კი დასტყუოთ. მოერიდეთ "მწარე" ხუმრობას.
მშვილდოსანი
კონსულტაციები და საქმიანი შეხვედრები არაფორმალურ გარემოში დანიშნეთ. მეგობრებთან ერთად გართობა და საუბარი მხიარულ განწყობაზე დაგაყენებთ.
თხის რქა
თქვენი წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებთ გარშემო მყოფებთან საერთო ენის გამონახვას. დღეს უნდა დაამტკიცოთ, რომ კომუნიკაბელური და ერუდირებული ადამიანი ხართ.
მერწყული
კარგი დღეა შეხვედრების, მიმოწერის (ონლაინიც), სწავლისთვის. არ გელით შეფერხება მგზავრობისას, საბუთების გაფორმებისას. განსაკუთრებით - ტურისტულის.
თევზები
დიპლომატიური და დელიკატური უნდა იყოთ საუბრისას. დაიცავით ეტიკეტი. განსაკუთრებით, ჩხუბში. იურიდიული საქმეების მოსაგვარებლად დაიქირავეთ გავლენიანი და მცოდნე ადვოკატი.
წყარო: astrologi.ambebi.ge