თეგებით ძიება

30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
საყვარელ ადამიანთან გაგირთულდებათ დამოკიდებულება ფინანსური და სექსუალური საკითხების გამო. კარგი დღეა სპორტული, გასართობი ბიზნესისთვის.

კურო
დღეს ნუ იქნებით აგრესიული, ჯიუტი და ემოციური. მენეჯერული თვისებები სამსახურშიც გამოგადგებათ და საოჯახო საქმეების შესრულებისასაც.

ტყუპი
გართობასა და სერიოზულ გატაცებას შორის არჩევანი უნდა გააკეთოთ. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან. მეტად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

კირჩხიბი
დღეს შვილებს საჩუქრებისა და ტკბილეულის ყიდვაზე უარს ვერ ეტყვით. სახლიდან შორს მყოფი ნიშნები სუვენირებსაც შეიძენენ.

ლომი
მოერიდეთ ეჭვიანობასა და უარყოფითი ემოციების გამოხატვას. დღეს მაქსიმალურად თავდაჭერილი უნდა იყოთ. სხვა დღისთვის გადადეთ გარიგება. განსაკუთებით, თუ საქმე ავტომობილს ან უძრავ ქონებას ეხება.

ქალწული
ბიზნესმენმა ნიშნებმა მაქსიმალური ცივსისხლიანობა უნდა გამოვლინონ. კარგი დღეა ფლირტისა და შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

სასწორი
მაქსიმალურად მოერიდეთ სარისკო ქმედებებს, დაუგეგმავ საყიდლებს. ფინანსური ოპერაციებისას მეტი დაკვირვება გმართებთ. ეცადეთ, საქმიანი და რომანტიკული ურთიერთობა არ აურიოთ ერთმანეთში.

მორიელი
დღეს საქმეებსა და პასუხისმგებლობას სხვას ვერ გადააბარებთ. ჭირვეულობასა და განწყობას აყოლილი მოერიდეთ იმპულსურ ქმედებას. აგრეთვე - სტრესულ სიტუაციას მშობლებთან, უფროსთან.

მშვილდოსანი
ეცადეთ, "ოქროს შუალედი" შეინარჩუნოთ სითამამესა და სიგიჟეს შორის. კარგი დღეა ახალი ბარიერების გადასალახავად ბიზნესში, სპორტსა და პოლიტიკაში.

თხის რქა
მოერიდეთ ახალგაცნობილებთან დამეგობრებას, ინტიმურ ურთიერთობას, საქმიანი დოკუმენტების გაფორმებას. თუ აუცილებელი არაა, სხვა დღისთვის გადადეთ ქირურგიული ჩარევა.

მერწყული
მოიმატებს კონკურენცია. შეიძლება ინტერესების დაცვა კონფლიქტითაც მოგიწიოთ. განსაკუთრებით, მეუღლეებს შორის. ნუ გამოავლენთ ინიციატივას. მაქსიმალურად შეინარჩუნეთ ცივსისხლიანობა და მოთმინება.

თევზები
იდეალური გეგმა გაქვთ, მაგრამ ის თავად, თქვენი აქტიურობის გარეშე, ვერ განხორციელდება. იყავით თამამი და კრეატიული. დღეს უნდა დაძლიოთ სიზარმაცე და შიში.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა