2018 წლის ოქტომბრის ჰოროსკოპი კირჩხიბისთვის
კირჩხიბებო, ნუ აჰყვებით პანიკას, მაგრამ ოქტომბერი თქვენს ცხოვრებაში ახალი ეპოქის დასაწყისია. თუ გსურთ, რომ ყველაფერი თქვენი სურვილისამებრ განვითარდეს, თავდაუზოგავად უნდა იშრომოთ.
მაღალ პოზიციაზე მყოფი ადამიანები აქტიურად დაგაკვირდებიან: მათ აინტერესებთ, მოახერხებთ თუ არა დაკისრებულ პასუხისმგებლობასთან გამკლავებას. ზოგიერთი მათგანი მტკივნეულადაც ეცდება ჭკუა გასწავლოთ, შეგცვალოთ უკეთესობისკენ და განვითარება ,,გაიძულოთ"... ნუ გამოავლენთ ზედმეტ თავდაჯერებულობას, რადგან გააღიზიანებთ მათ. კოლეგები ეცდებიან პროვოკაციაზე წამოგაგონ, გამოიჩინეთ გონიერება და ნუ აჰყვებით მათ.
9 ოქტომბრიდან თქვენში გაიღვძებს სიცოცხლის წყურვილი და ცხოვრებით ტკბობის სურვილი, რასაც ოჯახთან, მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან გატარებული დრო დააგვირგვინებს. იდეალური დროა პარტნიორთან განმარტოებისთვის, ეს დაგაახლოებთ და გაამყარებს თქვენს ურთიერთობას. თუ თქვენ ჯერ არ გაგიმხელიათ გრძნობები ადამიანისთვის, რომელიც გიყვართ / მოგწონთ, 9 ოქტომბერი საუკეთესო დროა გულახდილობისთვის!
თვის პირველ ნახევარში მარტოხელა კირჩხიბები, შესაძლოა, თავიანთ ბედს შეხვდნენ - დიახ, ყველაფერი სწორად გაიგეთ - იმ ერთადერთს, რომელსაც მთელ დარჩენილ ცხოვრებას დაუკაშირებენ.
11 ოქტომბერს თქვენი აზროვნება გახდება სწრაფი, მოქნილი და პრაქტიკული. ვარსკვლავები საინტერესო შეხვედრებს და ახალ საქმიან კავშირებს გპირდებიან.
დაგეგმილი მოგზაურობა, სამწუხაროდ, გაუქმდება ან გადაიდება.
16 ოქტომბერს გამოგიტყდებიანს ცალმხრივ სიყვარულში, მიიღებთ მოსაწვევს ან დასაჩუქრდებით. არსებობს შანსი, რომ შემოსავლის დამატებითი წყარო გაგიჩნდეთ, ფული მოიგოთ, ანდერძით გისახსოვრონ სოლიდური თანხა ან სრულიად შემთხვევით იპოვოთ. ამ პერიოდში, შესაძლებელია, ყოფილმა შეყვარებულმა ან მივიწყებულმა მეგობარმა შეგახსენოთ თავი.
17 ოქტომბრამდე გაგიმარტივდებათ ურთიერთობა ადამიანებთან, რაც კომფორტულს გახდის კონტრაქტების გაფორმებას.
21 -იდან 27 ოქტომბრის ჩათვლით მეგობრების, ოჯახის წევრების, საყვარელი ადამიანისა და კოლეგების მხარდაჭერა დაგჭირდებათ. დროის ამ მონაკვეთში მარტოხელა კირჩხიბები მოკლევადიან სქესობრივი კავშირს დაამაყრებენ - ე.წ. One Night Stand -ს.
თვის ბოლოს ფინანსური პრობლემები გელოდებათ, სწორედ მაშინ გაგიჩნდებათ ბრწყინვალე ბიზნესიდეა, რომელიც თქვენი მომავალი წარმატების საწინდარი გახდება.
... და ბოლოს, კირჩხიბებო, შეწყვიტეთ ყველაფერზე ასეოდენ დიდხანს ფიქრი და იმოქმედეთ!
წყარო: astrologi.ambebi.ge