თეგებით ძიება

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლის რჩევაც ყოველთვის ამართლებს

ცხოვრებაში აუცილებლად დგება მომენტები, როცა გადაწყვეტილების მიღება არა თუ გვიჭირს, შეუძლებელიც კი გვგონია. სწორედ ამ დროს რჩევა გვჭირდება. თქვენს სამეგობროში შესაძლოა მოიძებნოს ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლის რჩევაც ყოველთვის ამართლებს.

ვერძი

ვერძი არის ნიშანი, რომელიც რისკს არასდროს ერიდება მაშინ, როცა ადამიანებს შიში მუდამივად აკავებთ და ხელს უშლით წარმატების მიღწევაში. ხომ ამბობენ, რომ არავინ სწავლობს ცურვას კოჭებამდე წყალში? ვერძი გაგიქრობთ ეჭვებს, დაგაძლევინებთ კომპლექსებს, აგიმაღლებთ თვითშეფასებას, მოგცემთ სტიმულს და შეგაგულიანებთ, როცა სიმამაცის გამოჩენის დრო დადგება!

კურო

მშვიდი და გაწონასწორებული კურო დაგეხმარებათ გრძნობების დაშოშმინება-მოთოკვაში - მეტაფორულად რომ ვთქვათ, ცივ წყალს გადაგასხამთ, როცა ცეცხლი მოგეკიდებათ. საყოველთაო ჭეშმარიტებაა, რომ გადაწყვეტილების ცხელ გულზე მიღებას, კარგ შედეგამდე არასდროს მივყავართ, მაგრამ როცა გვაბრაზებენ ან კუთხეში გვიმწყვდევენ, თითქმის აღარავის ახსენდება ბრძნული ფრაზები - და თუ ახსენდება, მაინც ვერ იყენებს. კურო, თქვენდა სასიკეთოდ, გაიძულებთ დამშვიდდეთ და შემდეგ იმოქმედოთ. მისი რჩევები ყოველთვის მოზომილი და გონივრულია.

ლომი

ლომს ორი თვისება აქცევს საუკეთესო მრჩევლად: საკუთარი თავის სიყვარული და პოპულარულობის დაუძლეველი სურვილი. გაგიკვირდათ? ვიცი, სხვა პასუხს ელოდით.

”თუ ადამიანი იმდენად ეგოცენტრიკია, რომ საუკეთესო მრჩევლადაც კი ნარცისიზმი აქცევს, როგორ შეიძლება, რთულ სიტუაციაში მხსნელად მომევლინოს?" - გიკვირთ, ალბათ.

საქმე ისაა, რომ როცა ლომი თქვენი პრობლემის შესახებ ისმენს, პირველი რაც თავში აზრად მოსდის ესაა: ”შენს ადგილას რას გავაკეთებდი?" ვინაიდან ლომი ღრმადაა შეყვარებული საკუთარ თავზე, პრობლემის მოსაგვარებლად ჭკვიანურ და მარტივ გზას მოიფიქრებდა. ხოლო, რადგან მას პოპულარულობა უყვარს, ყოველთვის იცის ხრიკები იმიჯის შესაქმნელად, შესანარჩუნებლად და ხალხზე ზეგავლენის მოსახდენად.

აქვე ვიტყვი, რომ არსებობენ ნაკლებად ნარცისი ლომები, რომლებიც უბრალოდ მეგობრების დახმარების სურვილით არიან შეპყრობილი და, სანამ პრობლემას არ მოუგვარებენ, არ ისვენებენ!

თხის რქა

თხის რქა გათვლების დიდოსტატია. მან ყოველთვის იცის, რას მოიმოქმედებს სამი ნაბიჯის შემდეგაც კი. რეზერვში აქვს, არა მხოლოდ გეგმბა ”ბ”, არამედ ”გ”, ”,დ” და ზოგჯერ მთელი ანბანიც! თხის რქისთვის გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს. თუ ოთახში ჩაკეტავენ, სადაც მალე ბომბი აფეთქდება, ნერვიულობისა და ტირილის ნაცვლად ან ბომბის განაღმვას შეეცდება, ან ოთახიდან გაქცევისთვის თავის მთელ ცოდნასა გამოიყენებს. მგონი, გასაკვირი არ არის, რომ ტოპ 4 საუკეთესო მრჩეველში ღირსეულ ადგილს იკავებს.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა