ხართ თუ არა გმირობისთვის დაბადებული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
გმირები ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ჩვენს საზოგადოებაში წყნარად ცხოვრობენ - არც დაფრინავენ, არც ლაზერს ასხივებენ თვალებიდან და არც სტიქიურ მოვლენებს იმორჩილებენ. ისინი საკუთარ თავში პოულობენ გამბედაობას, სულიერ მხნეობას და სათანადო სიყვარულს სხვების დასახმარებლად, აღმატებული იდეების მსახურებისთვის. ისინი ამარცხებენ ეგოიზმს და კოლექტიური აზროვნებით (ყველაფერი ”მე” კი არა, ”ჩვენ!“) სამყაროს უკეთესობისკენ ცვლიან. ზოდიაქოს ნიშნებს შორის ზოგიერთი განსაკუთრებითაა მიდრეკილი გმირობისკენ. გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:
ვერძი
შეუძლებელია შიშმა ვერძს უკან დაახევინოს. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები თავდაჯერებულობით გამოირჩევიან. მათ ყოველთვის იციან თავიანთი ძლიერი მხარეები და ოსტატურადაც იყენებენ. ვერძებს უყვართ ხალხი და მათთან ურთიერთობა, ამიტომ არავის დატოვებენ გასაჭირში. ვერძს აღიზიანებს უსამართლობა, ამიტომ ზოგჯერ რადიკალური გზებითაც კი ცდილობს მის აღმოფხვრას. თუ სკოლაში გყავდათ ჩხუბისთავი, რომელიც ”ჩაგრულებს“ მუდამ იცავდა და კლასელი გოგონებისკენ სხვა ბიჭებს არც კი ახედებდა, უსათუოდ ვერძი იქნებოდა.
კირჩხიბი
კირჩხიბს შეუძლია საყვარელი ადამიანებისთვის, პირდაპირი მნიშვნელობით, მოკვდეს. საერთოდაც, მისი მთელი ცხოვრება ნებაყოფლობითი მსხვერპლშეწირვაა. ის კომფრტს უქმნის ყველას, სანამ ადამიანები მონდომებას უფასებენ. კირჩხიბი ძალიან კეთილია, ამიტომ გულგრილობით ვერც უცხოებს უდგება. თუ ქუჩაში დაინახავთ ახალგაზრდას, რომელსაც მოხუცი გზაზე გადაჰყავს ან უცნობს ტვირთის გადაზიდვაში ეხმარება - იცოდეთ, თქვენ წინაშე კირჩხიბია, თავისი მთელი კაცთმოყვარეობით. კირჩხიბი მამაკაცები ფიზიკურად ძლიერები არიან, მაგრამ თავიანთ ძალას ბოროტად არასდროს იყენებენ, პირიქით, მათი მოწოდება სუსტების დაცვაა.
მორიელი
მორიელები არაჩვეულებრივი ლიდერები არიან, რადგან ადამიანთა შთაგონება და მართვა ეხერხებათ. ვერძის მსგავსად, გამოირჩევიან (და შესაძლოა, უფრო მეტადაც კი უყვარდეთ) რისკით. მორიელს არ აშინებს მუქარა, შანტაჟი, კარიერულ კიბეზე ჩამოქვეითების ”პერსპექტივა“, კრიტიკა, ადამიანების მხრიდან გამოვლენილი დაუფარავი სიძულვილი და აგრესია. თუ მორიელი ხედავს მიზანს, ის აუცილებლად მივა მიზნამდე. და თუ მის მიზანი ადამიანების დახმარებაა, სუპერმენს ემსგავსება.
წყარო: astrologi.ambebi.ge