თეგებით ძიება

ზოდიაქოს 4 ნიშანი ყველაზე გამომწვევი საჯდომით

შეუძლებელია არ გაგეღიმოთ, როცა აღმოაჩენთ, რომ ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან აქტიურად იქმნებოდა სიმღერები სიტყვებით Ass ან Butt, რაც ქართულად უკანალს ნიშნავს. Sir Mix-A-Lot-ის რეპი Baby Got Back იყო პირველი სიმღერა საჯდომის შესახებ, რომელიც გრემით დაჯილდოვდა 1992 წელს.

2013 წელს წამოვიდა უკანალის ქნევის ტრენდი, რომელიც მსოფლიოს ყველა ვარსკვლავმა აიტაცა სცენაზე და ვიდეოკლიპებში. ეს ტრენდი დღემდე აქტუალურად რჩება.

საჯდომს სხვადასხვა დანიშნულება აქვს ცეკვებშიც. რაღა დასამალია, მას იყენებენ (ზოგჯერ გამიზნულად, ზოგჯერ კი უნებურად) საპირისპირო სქესის მოსახიბლად.

არსებობს ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც საუკეთესო საჯდომი აქვს:


ტყუპი

ტყუპებს ძალიან ლამაზი საჯდომი აქვთ, ამას ამტკიცებს მერილინ მონროს, ანჯელინა ჯოლის, ნატალი პორტმანისა და ნიკოლ კიდმანის უკანალები. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები არასდროს რჩებიან შეუმჩნევლები. დიახ, ტყუპი ქალები სწორედ ისინი არიან, ვისაც ქუჩაში მამაკაცები თვალს აყოლებენ.


კირჩხიბი

კირჩხიბებს გულის ფორმის, გამობზეკილი უკანალი აქვთ, რაც საუკეთესო უკანალის ფორმად მიიჩნევა. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები საჯდომს მაშინაც კი ინარჩუნებენ, როცა თვალშისაცემად იკლებენ წონაში. ასევე, ვარჯიშის შემთხვევაში, კირჩხიბი სხვებზე სწრაფად აღწევს სასურველ შედეგს. თუ სხვა ნიშნებს 1-2 წელი (ან მეტი) სჭირდებათ იდეალური უკანალის გამოსაკვეთად, კირჩიბისთვის მიზანი 6 თვეშიც მიღწეულია.


ლომი

ლომებს მრგვალი საჯდომი აქვთ. მათ განსაკუთრებულად უხდებათ ტანგა, რადგან ამ სტილის ტრუსი მომრგვალებულ ფორმებს უსვამს ხაზს. ლომია ჯენიფერ ლოპესი, რომელმაც სახელი გაითქვა არა მხოლოდ სიმღერით, ქორეოგრაფიითა და მსახიობობით, არამედ უკანალით, რომლის გამოც ემინემის წინააღმდეგ საქმე აღძრა. საქმე ისაა, რომ რეპერმა ჯენიფერს დაუკითხავად წამოარტყა, რის გამოც მილიონი დოლარის გადახდა მოუწია. დიახ, ლომებს ნამდვილად შეუძლიათ საჯდომის პიარისთვის გამოყენება.


მშვილდოსანი

ხშირ შემთხვევაში მშვილდოსნებს ე.წ. H ფორმის უკანალი აქვთ, რომელიც ოთკუთხედს წააგავს მომრგვალებული წვეტებით. იმისთვის, რომ უკეთ მიხვდეთ, გაიხსენეთ მაილი საირუსის, ბრიტნი სპირსისა და ტეილორ სვიფტის საჯდომები. სამივე მათგანის კარიერაში უკანალმა დიდი როლი ითამაშა.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა