ზოდიაქოს რომელ ნიშანს აქვს საუკეთესო მხედველობა, რომელსაც სიბერემდე ინარჩუნებს?
ალბათ, გსმენიათ ფრაზა "თვალისჩინივით გავუფრთხილდები" და მის წარმოშობაზეც დაფიქრებულხართ. დიდი ხნის განმავლობაში ადამიანისთვის თვალი უმნიშვნელოვანესი ორგანო იყო, რადგან მისი დაზიანების შემთხვევაში, დაუცველი ხდებოდა.
დღეს, როცა თვალისჩინის აღდგენისა და მხედველობის გაუმჯობესების გზები დახვეწილია, ადამიანები ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ მას. ღამღამობით ან დაბალ სინათლეზე კითხვა; კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა; სათვალის ტარება ჩაბნელებულ სივრცეში - რომელიც ბოლო დროს მოდაში შემოვიდა და კლუბური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა; მგზავრობისას მობილურით ან პლანშეტით სარგებლობა - სწორად მიხვდით, ეს თვალების "მტრების" ჩამონათვალია. არსებობს ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც ყველაზე "გამძლე" თვალები აქვს, ანუ გამუდმებით წერა-კითხვისა და ეკრანთან მუშაობის მიუხედავად, მისი მხედველობა ღრმა სიბერემდე ნარჩუნდება. გაინტერესებთ ვინ დაასაჩუქრეს პლანეტებმა ასეოდენ მნიშვნელოვანი ძღვენით? კირჩხიბი. ცნობილი ფაქტია, რომ კირჩხიბს განსაკუთრებულად ლამაზი ფორმისა და ფერის თვალები აქვს, ასევე უჩვეულოდ ღრმა, ჭკვიანი და სევდით სავსე. სწორედ ამიტომ, ასტროლოგები თვლიან, რომ კირჩხიბების ამოცნობა სწორედ თვალებით შეიძლება. კომპლიმენტების მიღების გარდა, თვალები მას ყოველდღიური სირთულეების გადალახვაში ეხმარება - შეუძლია შორიდანვე დაინახოს ის, რასაც სხვა ნიშნები ვერ ხედავენ; შენიშნონ ისეთი მცირე ზომის დეტალები, რომელზეც სხვას ორიენტირება გაუჭირდება. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები გვიან იწყებენ გამადიდებელი სათვალით სარგებლობას.
თუ თქვენ ის კირჩხიბი ხართ, რომელსაც მხედველობის პრობლემები აქვს, ნუ დაადანაშაულებთ პლანეტებს, როგორც ჩანს, გენეტიკამ ითამაშა დიდი როლი.
კირჩხიბებო, თუ გსურთ, რომ დიდხანს ამჩნევდეთ ხის ფოთლებში ყველა დეტალს, როცა ქუჩაში მისეირნობთ, რეკომენდებულია თევზის ჭამა და მისი ქონის წამლის სახით მიღება.
წყარო: astrologi.ambebi.ge