თეგებით ძიება

2018 წლის ოქტომბრის ჰოროსკოპი მშვილდოსნისთვის

ოქტომბერში გაგიაქტიურდებათ ინტუიცია, რომელიც, ჩვეულებრივ, წყლის ნიშნების ძლიერი მხარე უფროა, ვიდრე - ცეცხლის, ამიტომ მარტივად ამოიცნობთ მტრებსა და მეგობრებს გარემომცველ საზოგადოებაში. ოქტომბერში მოსალოდნელია ფუნდამენტური ცვლილებები მშვილდოსნის შეხედულებებსა და ფასეულობებში.



სამწუხაროდ, ამ თვეში მშვილდოსანი თავიდან ვერ აირიდებს დრამას, რომელსაც ყოველთვის უკანმოუხედავად გაურბის. უნდა მოახერხოთ პირადი ურთიერთობების უკან გადაწევა და კარიერაზე ორიენტირება ( მიუხედავად ამისა, თუ შვილი საშინაო დავალების შესრულებაში დახმარებას გთხოვთ, უარს ნუ ეტყვით). სცადეთ, იყოთ ორგინალური, რადგან სამყაროში - რომელიც კრეატივმა მოიცვა - უფერულ და მოსაწყენ იდეებს არაფერი ესაქმება. თქვენც, როგორც ყველა სხვა მშვილდოსანს, ექსტრავაგანტულობა გახასიათებთ. ამ თვეში ნუ გააოცებთ ადამიანებს ექსტრავაგანტულობის მოჭარბებული დოზით, რადგან, შესაძლოა, ფატალურად მოგიბრუნდეთ. მკვეთრი ხაზი უნდა გაავლოთ ორ ცნებას შორის.

ოქტომბრის პირველი ნახევარი კარგი პერიოდია საკუთარ თავზე სამუშაოდ: შეისწავლეთ ახალი ენა, ჩაუღრმავდით პროფესიულ ლიტერატურას, დაკავდით ახალი ჰობით. ურიგო არ იქნება, თუ სპირტუალიზმსაც დაუთმობთ დროს. ბოლო თვეებში ნამდვილად უყურადღებოთ დატოვეთ თქვენი მშფოთვარე სული.

მშვილდოსნებო, გეგმების შედგენა კარგია, მაგრამ მათ განხორციელება სჭირდება! ხშირად სასურველ შედეგს ხედავთ, მაგრამ ვერ პოულობთ მასთან მისასვლელ გზას, ამიტომ უმალვე გული გიცრუვდებათ საქმეზე. ამჯერად მაინც დაატანეთ თავს ძალა და ,,ბრძლის ველიდან“ არ გაიქცეთ.

გიფიქრიათ, რომ არასწორად იყენებთ თავისუფალ დროს? რა თქმა უნდა, არა... რომ გეფიქრათ, ვარსკცვლავების კარნახი არ დაგჭირდებოდათ. რაც უფრო მეტ დროს გაფლანგავთ, მით უფრო გაგიჭირდებათ სასურველ მიზნამდე მიღწევა. მეტიც, შესაძლოა, როცა მიზანთან მიხვალთ, გვიანი იყოს და ეფექტი, რომელსაც ელოდით, ვეღარ მიიიღოთ.

საყურადღებოა, რომ საქმეში ჩართვისას ხშირად გეპარებათ დეტალები. მართალია, მთლიანი სურათის აღქმა მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ შემადგენელი ნაწილაკებით არ დაინტერესდებით, ყოველთვის იარსებებს რისკები, რომელსაც ვერ გათვლით და შესაბამისად, ვერც შეამცირებთ.

გონივრულად მოქმედების შემთხვევაშიო, თვის მეორე ნახევარში ყველაფერი ის, რაც უწინ შეუძლებელი გეჩვენებოდათ, სავსებით შესაძლებელი გახდება. გამოიყენებთ ტაქტიკას ,,როცა მთა არ მიდის მუჰამედთან, მუჰამედი მიდის მთასთან!"

ამ თვეში არ გაეხვვევით გაურკვევლობებში და არც კოლეგებთან დაგეძაბებათ ურთიერთობა.

ოქტომბერი პირად ურთიერთობებში სიმშვიდეს გპირდებათ, მაგრამ თქვენი ერთ-ერთი ნათესავი მაინც მოახერხებს მდგომარეობიდან გამოგიყვანოთ.

ვიყოთ გულახდილები, ოჯახური პრობლემების მოგვარება არასდროს ყოფილა თქვენი ძლიერი მხარე. ამ საკითხის წინაშე იქამდე აღმოჩნდებით - ისევ და ისევ - სანამ, გამკლავებას არ ისწავლით.

და ბოლოს, ნუ წამოიწყებთ მესამე მსოფლიო ომს, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს პარტნიორს რაღაც შეეშალა. შეუცდომელი არავინაა. გაგიკვირდებათ, მაგრამ თქვენ გვერდით ყოფნაც არ არის ისეთი მარტივი, როგორიც გგონიათ.

საუკეთესო დღეები: 12, 13, 14, 22, 23, 31

სტრესული დღეები: 20, 21, 27, 28
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა