თეგებით ძიება

2018 წლის ოქტომბრის ჰოროსკოპი თხის რქისთვის

ოქტომბერი თქვენგან არ მოითხოვს კომპრომისებს საქმეში, შეგიძლიათ თამამად იმოქმედოთ და დაიცვათ თქვენი პოზიციები. თავდაჯერებულობა არც ერთხელ არ გიმტყუნებთ. მიუხედავად პლანეტების მფარველობისა, ყოველთვის საჭიროა ჭკვიანი მრჩეველი. ასე რომ, თუ რაიმეში ეჭვი შეგეპარებათ, არ მოგერიდოთ აღნიშნული საკითხის განხილვა მეგობრებთან და პარტნიორთან. ამ თვეში მოგიწევთ დაემშვიდობოთ აზრს, რომ სამყარო შავ-თეთრია; რომ ადამიანი ან კარგია, ან ცუდი; რომ არ არსებობს გარდამავალი რგოლები და შუალედები. სინამდვილეში, ცხოვრება უამრავ ფერთა გრადაციაა - სწორედ ამას გიმტკიცებთ თქვენს ქალაქში, სოფელსა თუ დაბაში ჩუმად შემოპარული შემოდგომაც, ხეები და ბუჩქები მარჯნისფრად და ოქროსფრად რომ შეუღებავს. შესაძლოა, ადამიანებმა არასწორი გადაწყვეტილებები მიიღონ, მაგრამ სულაც არ იყვნენ ურჩხულები, ისევე როგორც, სწორი ნაბიჯი გადადგან, მაგრამ მომავალში ფეხი გადაუბრუნდეთ. ზოგიერთ თხის რქას სჯერა, რომ ძალა სისასტიკეშია, სინამდვილეში კი ყველას შეუძლია ბოღმის გულში ჩახვევა, მაგრამ მიტევება - მხოლოდ ზოგიერთს. გამოდის, სიძლიერე ვლინდება პატიებაში და არა სიძულვილში. აღნიშნულ საკითხებზე თვის დასაწყისიდანვე დაიწყეთ ფიქრი, რადგან მოგვიანებით, რთული რეჟიმის გამო, დრო აღარ გექნებათ.



თვის მეორე ნაწილი იმ თხის რქებისთვის იქნება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, რომლებიც დიდ პროექტზე მუშაობდნენ, რადგან, როგორც იქნა, სასურველ შედეგს მიიღებენ. შანსი მოგეცემათ, ახალი ბიზნესკავშირები დაამყაროთ, ამიტომ გამოავლინეთ მაქსიმალური პროფესიონალიზმი. გაითვალისწინეთ, ადამიანი, რომელიც თანამშრომლობას გთავაზობთ, პირველ ადგილას საკუთარ ინტერესებს დააყენებს, და არა - თქვენსას.

გილოცავთ, პირადი კონფლიქტები, რომელიც დიდი ხსნის განმავლობაში, ძალას გაცლიდათ, მოგვარდება.

...და ბოლოს, ამ თვეში დაოჯახებული თხის რქების ცხოვრება მშვიდად და ჰარმონიულად ჩაივლის, რასაც ვერ ვიტყვით მარტოხელებზე.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა