2018 წლის ოქტომბრის ჰოროსკოპი მერწყულისთვის
მერწყულებისთვის ოქტომბერი ერთ-ერთ საუკეთესო თვედ შეიძლება ჩაითვალოს: ისწავლით, იმოგზაურებთ, შეიძენთ ახალ მეგობრებს ან ძველ ურთიერთობებს გაამყარებთ, უკეთ გაიცნობთ საკუთარ თავს და წინ წაიწევთ კარიერულ კიბეზე.
მართალია, თვის დასაწყისში არ გამოირიცხება უსიამოვნო ფაქტები: გაციება; ვირუსის შეყრა; ოპერაცია - არც თუ ისე სერიოზული; მეუღლესთან ან შეყვარებულთან დაშორება - მაგრამ კრიზისული პერიოდის ღირსეულად გადალახვის შემდეგ - ოქტომბერი საინტერესოდ ჩაივლის!
შესაძლოა, ჩაგიტარდეთ ტრენინგი, ან - ვორქშოპის მონაწილე გახდეთ. თუ ნაშრომი ან სტატია გაქვთ დაწერილი, რომელიც აქამდე არსად გამოგიქვეყნებიათ, დროა მზის შუქს დაანახოთ! მერწყულ მწერლებს კი ვარსკვლავები ურჩევენ, რედაქციებში დააგზავნოს წერილები, რომანის თანდართულ ფაილთან ერთად. იმისთვის, რომ თავიდან აირიდოთ ინტელექტუალური საკუთრების დაკარგვა, გააგზავნეთ მხოლოდ რამდენიმე თავი. არსებობს ალბათობა იმისა, რომ იმეილით კომუნიკაცია საკმარისი არ აღმოჩნდება. ამ შემთხვევაში გაიგეთ მთავარი რედაქტორის ნომერი და დაურეკეთ.
მერწყულებს, რომლებიც არტითა და კრაფტით არიან გატაცებული, წარმატება ელოდებათ. შექმენით პირადი სოციალური გვერდი, განათავსეთ მასზე თქვენი ხელნაკეთი ნივთების ფოტოები და გაყიდვა სცადეთ. შედეგი თავადაც გაგაოცებთ! აღებულ ფულს ნუ დახარჯავთ, როგორც იტყვიან, კვლავ ბიზნესში დაატრიალეთ. მაგალითად, შეიძინეთ მასალა, რომელიც გჭირდებათ ან გამოიყენეთ სოციალური ქსელის რეკლამა.
თვის შუაში კელაპტარივით გაანათებთ! შესაძლოა გამოგადგეთ იდეები, რომლებიც ზაფხულში გაგიჩნდათ და დაუდევრად მიაჯღაპნეთ რომელიღაც რვეულში, ან მობილურის ,,ნოუთებში“ ჩაინიშნეთ და დაგავიწყდათ. თვის ბოლომდე არ მინელდება თქვენში ენთუზიაზმი! გახდებით უჩვეულოდ ვნებიანი და დაუცხრომელი, რაც ძალიან გააკვირვებს და გააბედნიერებს თქვენს პარტნიორს.
გამოგიჩნდებათ ახალი ჰობი, რომელიც თქვენს ცხოვრებას მრავალფეროვნებას შემატებს.
დიდი ალბათობით წახვალთ ლაშქრობაში ან გაემგზავრებით უცხოეთში. თქვენი მოგზაურობა წარმატებით ჩაივლის.
შესაძლოა უთანხმოება მოგივიდეთ მეგობართან, მის დადანაშაულებამდე, კარგად შეაფასეთ თქვენი ქმედებები. ნუ მოგერიდებათ ბოდიშის მოხდა. ეს საქციელი მეგობრის თვალში უფრო აგამაღლებთ. ყველას როდი შეუძლია შეცდომებსის აღიარება!
გიფიქრიათ, რომ საყვარელი ადამიანი თქვენი სარკეა და როგორც მოექცევით, ზუსტად ისე გიპასუხებთ? დაანახეთ შეყვარებულს ან მეუღლეს, რომ აფასებთ, არ მოატყუოთ და უგულისყუროდ არ მოეკიდოთ მის თხოვნებს.
თქვენმა კომპანიამ შესაძლოა პოლიტიკური ან ბიზნესკურსი შეიცვალოს, რაც შიდაარეულობას გამოიწვევს. ნუ გაეხვევით ინტრიგებში.
წყარო: astrologi.ambebi.ge