რომელი ზოდიაქოს ნიშანი მამაკაცები ტირიან საკუთარ ქორწილში და რატომ?
მამაკაცები ხშირად მალავენ გრძნობებს, ალბათ იმიტომ, რომ მათ ღრმა ბავშვობიდანვე უნერგავენ, ნამდვილი კაცები ცრემლებად არ იღვრებიანო. მიუხედავად ამისა, არსებობს დღე, როცა კაცების თავშეკავებულობა სუსტდება, მათ გულში თითქოს მგრძნობიარე ბავშვი იღვიძებს და ცრემლების შეკავებაც შეუძლებელი ხდება. ეს დღე ქორწილია... დიახ, დიახ! დღე, როცა საყვარელ ქალს სამარადისოდ ისაკუთრებენ....
კირჩხიბი
კირჩხიბი ოჯახის სიმბოლოა. შესაძლოა ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულმა მამაკაცმა გვიან იქორწინოს, მაგრამ ასაკი მის სენტიმენტალურობას ხელს არ შეუშლის. როდესაც კირჩხიბი ხედავს როგორ უახლოვდება საპატარძლო კაბაში გამოწყობილი მეორე ნახევარი, თვალწინ გაურბენს ყველა სასიამოვნო მომენტი მისი გაცნობის დღიდან მოყოლებულინ ჯვრისწერის ცერემონიამდე! შემდეგ კი, ის მომავალს ხედავს - ლამაზს, ნათელს... თუნდაც პორბლემებით დახუნძლულს, მაგრამ საყვარელ ქალთან ერთად. მომავლის სხივებში იკვეთებიან ბავშვები, რომლებიც კირჩხიბსაც ჰგვანან და მის რჩეულსაც. რამხელა ბედნიერებაა, არა?! თითქოს Happily Ever After აგიხდათ! სწამს, რომ მათი სიყვარული ყველაფერს გაუძლებს! კირჩხიბები განვლილი არსებული და მომავალი ბედნიერებისგან ტირიან!
მორიელი
ალბათ გაგიკვირდათ, რომ მორიელი, რომელიც ასეოდენ დისტანციური და ჩაკეტილია, ამ ჩამონათვალში მოხვდა. ქორწილი არის დღე, როცა მორიელი დროებით ჯავშანს იხსნის და ყველა კედელს ამსხვრევს, რომელიც სამყაროსგან გამოცალკევებისთვის აუშენებია... მორიელისთვის თეთრ კაბაში გამოწყობილი საცოლე მარტოობის დამარცხების სიმბოლოა! მორიელი კი ისე დაიქანცა მარტოობით, მუდამ თავის მოკატუნებით, რომ უშიშარი და ყველაზე ძლიერია... ის ტირის, რადგან როგორც იქნა, დარწმუნდა, ვიპოვე ადამიანი, რომელიც არასდროს მიატოვებს და ჩემთან ერთად დაბერდებაო; ქალი, რომელსაც უნიღბოდაც ვუყვარვარო.
თევზები
თევზები უკიდეგანოდ ემოციურები არიან, საპატარძლო კაბაში დაგინახავენ თუ არა, ჩაგეხუტებიდან და გულამოსკვნლი აქვითინდებიან, შესაძლოა ემოციებისგან მეტყველების უნარიც კი წაერთვათ და დიდხანს ვერ გითხრან კომპლიმენტები, მაშინ როცა მათ გონებაში მხოლოდ ეს სიტყვები იტრიალებს: ,,ღმერთო, რა ლამაზია!“ ,,რით დავიმსახურე ეს საჩუქარი?!“ ,,ნუთუ სიზმარში ვარ?!“
თევზები იტირებენ, რადგან ძალიან უყვარხართ! ვერ დაიჯერებენ, რომ ასეთი მშვენიერება მათი ცოლი ხდება! ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული კაცებისთვის ქორწილი ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა, ცოლი კი უძვირფასესი ადამიანი.
წყარო: astrologi.ambebi.ge